რუსეთში, კრემლის ტერიტორიაზე 117 ბავშვის უძველესი საფლავი აღმოაჩინეს

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, კრემლის ტერიტორიაზე 302 უძველესი საფლავი აღმოაჩინეს, აქედან 117 ბავშვის ბავშვის იყო - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ კრემლი, რომელიც რუსული ციხესიმაგრეა, მოსკოვის კრემლი არაა, რომელიც ცნობილი სამთავრობო სახლია. ის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ერთ-ერთი ციტადელია.

ბავშვის 117 საფლავიდან მეხუთედს დამარხული ჩვილები შეადგენენ. აღმოჩენილი სამარხები, არქეოლოგთა ვარაუდით, მეჩვიდმეტე საუკუნის უნდა იყოს.

რაც შეეხება სრულწლოვანთა საფლავებს, სამარხში ნაპოვნი ძვლების მიხედვით, გარდაცვლილები ძალიან ახალგაზრდები, 30-35 წლის ადამიანები არიან. აქედან 15 გვამს საკმაოდ უცნაური თავისებურება აღმოაჩნდა - თავის ქალა აგურებში იყო განთავსებული. როგორც გაირკვა, მსგავსი წესით სასულიერო პირებს მარხავდნენ.

სამარხები 160 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო სიღრმეში 700-მდე სამარხის აღმოჩენაა შესაძლებელი.

კომენტარი

×