ტექსასელი ბიჭუნა, რომელიც 2017 წელს დაიკარგა, ფლორიდაში მამასთან ერთად ახლა იპოვნეს

9 წლის ტექსასელი ბიჭუნა, რომელიც 2017 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, მამასთან ერთად ფლორიდაში იპოვნეს - ამის შესახებ გამოცემა abcnews.go.com იუწყება.

პოლიციამ სრულიად შემთხვევით მიაგნო მის კვალს, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო ის. საპატრულო ეკიპაჟი ავტომობილს დაედევნა, რომელშიც 52 წლის კენეტ გრაამი თავის ვაჟთან ჯოშუასთან ერთად იჯდა. მხოლოდ ამის მერე ამოიცნო პოლიციელმა დაკარგული ბავშვი და შესაბამის უწყებას შეატყობინა.

კენეტ გრაამმა 2017 წელს დატოვა ტექსასის შტატი თავის ვაჟთან ერთად ისე, რომ მეუღლე არ ჩააყენა საქმის კურსში. ამჟამად ჯოშუა მოძალადე მამისგან თავისუფალია, კენეტი კი პოლიციამ დააკავა და სასამართლო ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

მოზარდი ბიჭუნა ახლა ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, რადგან მისი დედა 2018 წლის თებერვალში წვრილმანი ხულიგნობისთვის დააპატიმრეს და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ის საპატიმროს ვერ დატოვებს, მისი გათავისუფლების შემდეგ კი დედა-შვილს საშუალება მიეცემა, ერთად განაგრძონ ცხოვრება.

კომენტარი