ქალი, რომელიც საკუთარი ქალიშვილისთვის ცელოფნებისგან, ქაღალდებისგან და ფოლგებისგან ისეთ კაბებს ქმნის, როგორიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს აცვიათ

31 წლის თურქი ქალბატონი, ალა ჩაგლარი ინსტაგრამზე ძალიან პოპულარული გახდა იმ კაბების წყალობით, რომლებსაც საკუთარი მცირეწლოვანი ქალიშვილისთვის ქმნის და რომლებიც ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავების კაბებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ალას მიერ შექმნილი კაბები არა მატერიისგან, არამედ ქაღალდებისგან, ფოლგებისგან, ცელოფნებისგან და ნაძვის ხის წვიმებისგანაც კი შედგება.

კომენტარი