სკვერში გონებადაკარგული იხვი იპოვნეს, რომელსაც ანტიდეპრესანტები ჰქონდა გადაყლაპული

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პარკში ადგილობრივები უცნაური სიტუაციის მომსწრენი გახდნენ - ერთი იხვი მიწაზე ზურგით იწვა, დანარჩენები კი ბარბაცით დადიოდნენ გარშემო. იქვე ახლოს კი გაურკვეველი ტაბლეტები იყო მიმოფანტული.


პარკის ზედამხედველებმა იქ მყოფ ადამიანებს უთხრეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან სკვერი არც ისე უსაფრთხო იყო მათთვის. როგორც გაირკვა, ტაბლეტები ანტიდეპრესანტები და ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებები იყო, ფრინველებმა კი ისინი გადაყლაპეს.

საბედნიეროდ, დოზის გადაჭარბება ფრინველებისთვის სასიკვდილო არ აღმოჩნდა - "კაიფში" მყოფი იხვები გონს მალევე მოვიდნენ, თუმცა ისინი ამ დრომდე ვეტერინარულ კლინიკაში რჩებიან.

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ ვინ მიმოფანტა ძლიერი ზემოქმედების ტაბლეტები და რამდენი ხნის წინ. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, დიდი ალბათობა იყო, ცხოველებიც დაშავებულიყვნენ.

კომენტარი