რატომ ფიქრობენ მამაკაცები, რომ ქალები, რომლებსაც ჩულქები აცვიათ, ძალიან სექსუალურები არიან?

1939 წლის 24 ოქტომბერს ნეილონის ჩულქები პირველად გამოვიდა გაყიდვაში. მან პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა და მას შემდეგ დღემდე ქალები ხშირად ხმარობენ სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის ჩულქებს. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ატრიბუტია ქალის გარდერობში.

რატომ მიიჩნევენ მამაკაცები, რომ ქალები, რომლებსაც ჩულქები აცვიათ, ძალიან მიმზიდველები არიან? სექსოლოგთა აზრით, ისინი ძლიერ სქესში იწვევენ გრძნობას, რომლის მიხედვითაც ქალს სურს მამაკაცს დაანახოს სიშიშვლე ისე, რომ ვულგარულად არ ჩანდეს.
სტერეოტიპი ჩულქების პოპულარობის ზრდასთან ერთად ჩამოყალიბდა, რომელსაც კინოსა და მოდის ხელოვნებამ შეუწყო ხელი, რადგან ჟურნალებში ყველა ლამაზი ქალი სწორედ ასეთ ჩულქებში იყო გამოწყობილი და ფილმებში ინტიმური სცენების უმრავლესობაშიც სწორედ ჩულქები ფიგურირებს.
ამგვარი ფოტოები და სცენები მამაკაცებს ქვეცნობიერში ავტომატურად ებეჭდებათ და ფიქრობენ, რომ ქალი, რომელსაც ჩულქები აცვია, როგორიც არ უნდა იყოს ის, ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია.
უფრო მეტიც, ამ ატრიბუტით ნებისმიერ სასურველ მამაკაცს უფრო მარტივად დაახვევთ თავბრუს, ვიდრე სხვა სამოსში.
ქალები, რომლებიც ჩულქებს ხშირად იცვამენ, ქვეცნობიერად ცდილობენ საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცონ, რომ ძლიერები არიან და ყოველთვის მიაღწევენ სასურველ მიზანს.

კომენტარი