22 წლის გოგო, რომელმაც ქალწულობა პენსიონერთან დაკარგა: „მე ამით ძალიან ვამაყობ“

მოლი პენსილვანიაში, ღირსეულ ოჯახში გაიზარდა და სხვებისგან განსხვავებით თავის უმანკოებას ძალიან უფრთხილდებოდა. ის შესაფერისი მამაკაცის გამოჩენას ელოდა, რომელიც ეყვარებოდა და რომელსაც თავის საქალწულე აპკს ჩააბარებდა.

თინეიჯერობის ასაკში მას ჰქონდა თანატოლებთან ურთიერთობა, რომლებიც მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდა და საბოლოოდ თითოეული მათგანი იმის გამო დაშორდა, რომ სქესობრივი კონტაქტის გარეშე არ შეეძლოთ, მოლი კი ამისთვის მზად არ იყო და სურვილი არ ჰქონდა ნაჩქარევად მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

რამდენიმე წლის შემდეგ გოგონას ცხოვრებაში რთული ეტაპი დაიწყო - მოლის დედას სიმსივნე აღმოაჩნდა. ახალგაზრდა გოგოს ოჯახის მთელი სიმძიმე დააწვა კისერზე - სახლის საქმეებთან ერთად ის ლოგინად ჩავარდნილ დედასაც უვლიდა. ამასთან, მატერიალურ მხარეზეც უნდა ეზრუნა, ამიტომ ერთ-ერთ ბაზარში დაიწყო მუშაობა სადაც თავის ოცნების მამაკაცს, 64 წლის ტომს შეხვდა.

მათ შორის ნაპერწკალი ურთიერთობის პირველივე წუთებში გაჩნდა. მალევე გაარკვიეს, რომ ბევრი საერთო აქვთ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ურთიერთობას მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აგრძელებდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი უკვე ერთად სეიორნობდნენ, პაემანი ჰქონდათ ხშირად, მოლიმ კი აღმოაჩინა, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული.

„ჩვენი ურთიერთობა მალევე გადაიზარდაფლირტში, შემდეგ ღვინის ფესტივალზე წავედით ერთად, მერე ერთად სეირნობა მოგვეწონა და ამას მოჰყვა კოცნა“ - აღნიშნა მოლიმ.

ყოველ ჯერზე გოგონა ხვდებოდა, რომ ტომი იდეალური მამაკაცი იყო მისთვის. ისინი ფანტასტიურად უგებდნენ ერთმანეთს, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სწორედ მასთან დაეკარგა ქალწულობა.

„ის ჩემთვის ერთადერთი მამაკაცია და მე ამით ძალიან ვამაყობ. საოცარია ის, რომ დიდი მოთმინებით მელოდა და არასდროს უცდია, რაიმე დაეძალებინა ჩემთვის. მართალია, ვერასდროს ვერავის შევადარებ, რადგან სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა არ მქონია, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ რაც ჩენს საწოლში ხდება, ეს უბრალოდ სიგიჟეა“.

წყვილს ასაკობრივი სხვაობა ხელს არ უშლის, რათა თავიანთი გრძნობები ყველას თვალწინ გამოამჟღავნოს. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები უცნაურად აშტერდებიან, ეს მოლისა და ტომისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. როგორც მოლი განმარტავს, ხალხის რეაქცია კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს, საყვარელ მამაკაცს თამამად ეამბოროს:

„ისეთი სახალისოა, როდესაც შუა ხნის ქალები თავის კაცებთან ერთად სხედან და თვალებით ჩვენ გვჭამენ. ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებიან, მთელი ყურადღება ჩვენზე აქვთ გადმოტანილი, აინტერესებთ, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ ერთმანეთთან.“

კომენტარი