სექსი სამში - რატომ თანხდმება ქალი ლოგინში კონკურენტის გამოჩენას?

სტატისტიკის თანახმად, ზრდასრული ასაკის ადამიანთა 2%-ს რეგულარულად აქვს ჯგუფური სექსი, 40%-ს ერთხელ ან ორჯერ მაინც მოუსინჯავს, ხოლო დანარჩენები ამაზე ან მხოლოდ ოცნებობენ და ვერ ბედავენ, ან ამის წარმოდგენაზე ზიზღის გრძნობა ეუფლებათ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სექსი სამში უყვართ, ამის შესახებ არსებობს გარკვეული კვლევა და მათი ფსიქოლოგია სხვადასხვა ასპექტით არის შესწავლილი.

რაში სჭირდება მამაკაცს ერთდროულად ორი ქალი? - თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, ყოველ მესამე ქალს უჭირს ორგაზმის განცდა არასწორი პარტნიორის გამო, ანუ გარკვეული ტემპერამენტის მამაკაცები სჭირდებათ მხოლოდ, რადგან სხვანაირად კულმინაციას ვერ აღწევენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს რაიმე პრობლემა აქვს ამ კუთხით, უბრალოდ ყველა მამაკაცი ასეთ ქალს ვერ გაუწევს კარგ პარტნიორობას. ამ სტატისტიკის მიუხედავად, ბევრი მამაკაცი მაინც ოცნებობს ერთდროულად ორ ქალთან აღმოჩნდეს ლოგინში. რატომ? - იმიტომ, რომ ასეთ დროს, რბილად რომ ვთქვათ, მამაკაცზე დიდი დატვირთვა არ მოდის. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა კაცს მოსწონს ქალების ინტიმის ყურება, არის კიდევ ერთი ფაქტორი - ორივე ქალი ცდილობს მამაკაცის ყურადღების მისაპყრობად ყველაფერი გააკეთოს, რათა კონკურენტს აჯობოს - ეს პროცესი მამაკაცისთვის ნამდვილი ნეტარებაა. ასეთ დროს სრულ ჰარმონიაში გრძნობს თავს.

რატომ თანხმდება ქალი ლოგინში კონკურენტის გამოჩენას? - მესამეს დამატება სექსში მამაკაცს ორმაგ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ქალი რატომ ხვდება მშვიდად იმ პროცესს, როცა სხვა მის მამაკაცს ეფერება? - როგორც ამერიკელი სექსოლოგები ირწმუნებიან, ყველა ქალში, რომელიც 30 წელს არის მიღწეული, ფარული ლესბოსელი იღვიძებს და თავისივე სქესის მიმართ ლტოლვას განიცდის. ლოგინში სხვა ქალის გამოჩენით კი თავიანთი საიდუმლო ფანტაზიის რეალიზებას ახდენენ. სტატისტიკის მიხედვით, ქალების უმრავლესობა ქალის შეხებაზე დადებითად რეაგირებს და იღგზნება, ხოლო ყველა ქალს, განურჩევლად ორიენტაციის, შეხედულებებისა და ფსიქოლოგიისა, სიზმარში ქალთან ჰქონია სექსი. მის ქვეცნობიერში ლესბოსელი იღვიძებს, რადგან ქალური, ფაქიზი სექსუალური მოთხოვნილებები უჩნდება და ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებს, გამუდმებით ებრძვის შინაგან გამოძახილს. თუმცა, როგორც კი ჩაუვარდება მომენტი, რომ ჯგუფურ სექსში თავისივე სქესის წარმომადგენელთან ჰქონდეს ინტიმი, ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს.

რა ხდება მაშინ, როცა ქალს თავისივე სქესის მიმართ ლტოლვა არ აქვს? - ამ შემთხვევაში ქალები სამი მიზეზის გამო თანხმდებიან ჯგუფურ სექსზე - 1. საყვარელ მამაკაცს უარი ვერ უთხრა და იძულებული გახდა, რადგან ეშინოდა, რომ ის მაინც ქალთან წავიდოდა და უღალატებდა; 2. გარკვეული გამოცდილების მიღება უნდოდა და ინტიმურ ცხოვრებაში სიახლეს ეძებდა; 3. და ბოლოს - არიან ისეთი კატეგორიის ქალები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ საყვარელი მამაკაცის გვერდიდან ყურება სექსის დროს და ამით განიცდიან ყველაზე დიდ სიამოვნებას.

კომენტარი