პატიმარმა გასაქცევად 70 მეტრიანი გვირაბი გათხარა, თუმცა თავისუფლებამდე სულ რაღაც ერთი მეტრი იყო დარჩენილი, როდესაც გაიგუდა

ბრაზილიელი ჯადსონ კუნია ევანგელისტა ციხეში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა პატიმრობის ვადის ამოწურვამდე მოცდას არ აპირებდა, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაპარვა გადაწყვიტა. ამისთვის ის დიდხანს ეძებდა სხვადასხვა გზას, სანამ ერთხელ არჩევანი კამერულ ტუალეტზე არ გააკეთა. ჯადსონი უნიტაზიდან რამდენიმე თვის განმავლობაში თხრიდა გვირაბს, რომელმაც 70 მეტრს მიაღწია.

ფინიშამდე სულ რაღაც ერთი მეტრი იყო დარჩენილი, როდესაც მისმა ფილტვებმა ვერ გაუძლო და პირდაპირ გვირაბის ბოლოში გაიგუდა. პოლიციამ გვამის აღმოჩენისას მის ფეხზე გამობმული ბარგიც შენიშნა, რომლის წაღებაც სურდა თან.

მას შემდეგ, რაც ცხედარი გვირაბიდან ამოიყვანეს, მთლიანად ამოქოლეს გასასვლელი და კიდევ უფრო გააძლიერეს უსაფრთხოების ნორმები.

კომენტარი