სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მზად ვარ სასიკვდილო რისკზე წავიდე და ეს სიმსივნე მოვიშორო სახიდან, რადგან მამამ სწორედ ამის გამო მიმატოვა“ – 18 წლის გოგოს ტრაგედია

18 წლის ინდოელი გოგონა სალიბუნისა ნეიროფირომატოზის დიაგნოზით წლებია ცხოვრობს. სიმსივნემ მისი სახის მთლიანი დეფორმირება მოახერხა, რის გამოც გოგონას მამამ მასზე უარი განაცხადა.

სალბუნისა განდეგილივით ცხოვრობს და საზოგადოებასთან ურთიერთობას ერიდება. მისი დაკომპლექსების ძირითადი მიზეზი მამის ქმედება იყო, რმელმაც დაანახა, რომ გოგონას ყურება უარყოფით განცდებს იწვევდა ადამიანში. გოგონამ წლების წინ სკოლის მიტოვება გადაწყვიტა და განათლების მიღებას სახლის პირობებში ცდილობდა.

„კლასელები გამუდმებით დამცინოდნენ და ამის მოთმენა შეუძლებალი გახდა. ამის გამო უარი ვთქვი სკოლაზე, თუმცა სწავლა არასდროს მიმიტოვებია. მამამაც სწორედ იმის გამო მიმატოვა, რომ ჩემი ვიზუალის რცხვენოდა“ - ამბობს სალბუნისი.

ახლა გოგონაზე მხოლოდ დედა, 40 წლის მაჰრუნისა ზრუნავს.

„ჩემმა მეუღლემ ჩემზე და ქალიშვილზე უარი თქვა, წავიდა სახლიდან და მეორე ოჯახი შექმნა, ოთხი შვილი ეყოლა, რომლებზეც დიდი სიყვარულით ზრუნავს და არც იცის, ჩვენ ცოცხლები ვართ თუ არა“ - აცხადებს მაჰრუნისა.

ექიმების განცხადებით, გოგონას ოპერირება ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სალბუნისმა ოპერაცია ვერ გადაიტანოს. მას არჩევანი არც აქვს - სიმსივნის გამო დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ დარჩენია, ამიტომ გოგნა მზად არის გარისკოს, რადგან დაიღალა იმ ტკივილის მოთმენით, რომელსაც სიმსივნე აყენებს.

„ტკივილს ყოველთვის ვგრძნობს - შხაპის მიღებისას, სამოსის ჩაცმისას, ჭამისა და დალევის დროსაც, ასე სიცოცხლე უბრალოდ აღარ შემიძლია“.

მაჰრუნისამ ოპერაციის ფული ადგილობრივ მმართველობას სთხოვა, რადგან ამის სახსრები ოჯახს არ გააჩნია, თუმცა სახელმწიფომ დაფინანსებაზე უარი უთხრა. ახლა ქალი ცდილობს შეაგროვოს საჭირო თანხა და გოგონას ოცნება აუხდინოს:

„ის ჩემი ერთადერთი შვილია, გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ სიცოცხლე ნელ-ნელა ერთმევა. დღისითა და ღამით ვმუშაობ, რათა შევაგროვო ფული, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება“ - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში მაჰრუნისი.

სალბუნისა იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან შეძლებს სიმსივნისგან გათავისუფლდეს და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. ის ოცნებობს მაკიაჟის გაკეთებასა და ლამაზ ვარცხნილობაზე, ქუჩაში სეირნობაზე და სურს, რომ სიყვარულიც იპოვნოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100