სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც სტივენ ჰოკინგმა საზოგადოებას გააცნო

ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლეში ის ძალიან მძიმე სენს ებრძოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მან სამეცნიერო საქმიანობაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. სტივენმა მოახერხა და ფიზიკის ურთულესი კანონზომიერებები საზოგადოებას გასაგებ ენაზე მიაწოდა.

წარმოგიდგენთ ჰოკინგის ძალიან საინტერესო ფრაზებს, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი, სტიმულის მომცემი და საჭირო აღმოჩნდა:

IQ სულელებისთვისაა

ჰოკინგმა არ იცოდა თავისი IQ რამდენი იყო და ამით არსდროს დაინტერესებულა. ის დარწმუნებული იყო, რომ შედეგები მხოლოდ სულელებს აინტერესებდათ.

მთელი ჩვენი ცხოვრება კედლებით ამოლესილი აკვარიუმია

სტივენი ფიქრობდა, რომ თითოეული ადამიანი თევზია, რომელიც კედლებით ამოშენებულ აკვარიუმში ცხოვრობს და სამყაროზე მხოლოდ გარკვეული წარმოდგენები აქვს, არ იციან თუ რაოდენ დიდი და საინტერესოა ის და მხოლოდ შეზღუდული სივრციდან აკვირდებიან. ამ თეზისის მიუხედავად, ჰოკინგი გამუდმებით ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი შეესწავლა სამყაროს შესახებ და დაენგრია ყველა არსებული სტერეოტიპი.

სამყარო „არაფრისგან“ და გრავიტაციისგან წარმოიქმნა

ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ სამყაროს შექმნა არანაირად არ უკავშირდება გლობალურ საიდუმლოებას. ის უბრალოდ არაფრისგან შეიქმნა, სიცარიელისგან, რომელიც „დიდი აფეთქების“ თეორიის თანახმად მცირე ნაწილაკების სინთეზისა და გრავიტაციის ძალამ ერთ პლანეტად აქცია. ეს დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ მოხდა და შემდეგ შეიქმნა ჩვენი სამყარო, რომელიც თავდაპირველად სხვანაირი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჰოკინგმა თავისი კვლევების უმეტესი ნაწილი მაშინ გააკეთა, როდესაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაემრათა

სტივენის დაავადება მეტად რთული იყო - მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გამო არ შეეძლო მოძრაობა. ავადმყოფობამ ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში იჩინა თავი. ექიმებმა ახალგაზრდა ფიზიკოსს 2-3 წლის სიცოცხლის ვადა უწინასწარმეტყველეს, თუმცა ჰოკინგმა სიბერემდე შეძლო სიკვდილთან შებრძოლება.

ის მეცნიერებაზე იმდენად მარტივად საუბრობდა, თითქოს ყოფით თემას განიხილავდა. ოცნებობდა, მისი წიგნები იმ ადამიანებშიც ყოფილიყო პოპულარული, რომლებიც მეცნიერებით არ იყვნენ დაინტერესებულნი.

ილუზია ინტელექტის მტერია

როგორც ჰოკინგი ამბობდა, ინტელექტის მთავარი მტერი არა უცოდინარობა, არამედ ინტელექტის ილუზიაა - როდესაც გგონია, რომ ბევრი რამ იცი, სწორედ ამ დროს გთავაზობს სამყარო უამრავ სიურპრიზს, რის შესახებაც აქამდე წარმოდგენა არ გქონდა.

სამოთხე მიწაზე არ არსებობს

კითხვაზე, თუ სად ისურვებდა ის ყოფნას, ჰოკინგმა უპასუხა, რომ ეს ადგილი მიწაზე არ არსებობს. მეცნიერმა აღნიშნა, რომ ზედმეტი რამდენიმე მილიარდი დოლარი რომ ჰქონოდა, კოსმოსურ ხომალდს იქირავებდა და მიწიდან გაფრინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში გაფრენა ვერ მოახერხა, ხელოვნური უწონობის მდგომარეობაში ყოფილა და გამოუცდია გრავიტაციის მიღმა ყოფნა.

წარსული მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების სპექტერია

ჰოკინგის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა სახის მოგონებებს ვინახავთ წარსულზე, რადგან წარსულში განვითარებული მოვლენები გარკვეული გარემოებების გამო მოხდა. ის იყო იმ სივრცისა და შესაძლებლობების შესაბამისი, რაც მაშინ გარემო პირობებმა შექმნეს.

დრო ფარდობითია

სტივენი ამტკიცებდა, რომ დრო ფარდობითია და რაც უფრო ახლოს იმყოფება ადამიანი მიწასთან, მით უფრო მეტად ნელდება დრო.

ფატალიზმი სიცრუეა

თავად ფიზიკოსი ოპტიმისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯეროდა კატასტროფების თავიდან არიდების. უამრავი მოსაზრება არსებობდა იმის შესახებ, რომ სამყაროს განადგურება ემუქრება, თუმცა სტივენი ირწმუნებოდა, რომ კაცობრიობა გამოძებნის საშუალებას, რათა თავი აარიდოს მასობრივ განადგურებას.

ცხოვრებაში არ არის ტრაგიზმის ადგილი

„ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ასეთი სახალისო რომ არ იყოს“ - ამბობდა ჰოკინგი. ეს ფრაზა უამრავ ადამიანს ეხმარება მძიმე წუთებში და სტივენის მიზანიც სწორედ ეს იყო - მას სურდა ხალხს ცხოვრება კარგი მხრიდან დაენახა მხოლოდ.

სტივენს სამი შვილი ჰყავს. უფროს ვაჟს პროგრამული უზრუნველყოფის სფერო აინტერესებს, უმცროსი ქალ-ვაჟი უცხო ენების სპეციალისტები არიან. სტივენის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გააკეთა განცხადება, სადაც წერია, რომ მათ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს. ის იყო მისაბაძი მაგალითი, როგორც შვილებისთვის, ისე უამრავი ადამიანისთვის.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100