ვლადიმირ პუტინი მხოლოდ მამის მხრიდან ნათესავებს ასაქმებს...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი რომან პუტინი, რომელიც ავიაციური კომპანია Французские авиационные технологии–ს თანამფლობელია, რუსეთში უნიკალური მფრინავი აპარატების შემქმნელი საწარმო შექმნას აპირებს. პატარა საფრენი აპარატი ,,ავტოჟირი“ თვითმფრინავს წააგავს. რომან პუტინმა უკვე ერთი მლნ. რუბლის (36 მლნ.დოლარი) შეკვეთა მიიღო.

ის პრემიერის არც პირველი და არც უკანასკნელი ნათესავია, რომლის წარმატება ბიზნესში საქვეყნოდ გახდა ცნობილი. სახელმწიფო თანამდებობესა და ბიზნესში მოღვაწე პუტინის ნათესავების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი მილიონერები და მილიარდერები არიან და თან ხელშეუხებლებიც, რადგან რუსეთის პრემიერის მხარდაჭერით სარებლობენ.

რუსულმა გამოცემა ,,სლონ.რუ“–მ პუტინის იმ ნათესავების სია გამოაქვეყნა, რომელბსაც პოლიტიკასა და ბიზნესში მნიშვნელოვანი თანანდებობები უჭირავთ.

წარმოგიდგეთ პუტინის ,,მდიდარი“ სანათესაოს სიას, მათ მოკლე ბიოგრაფიასა და მიღწევებს.

რომან იგორის ძე პუტინი – ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილი, მამის მხრიდან, დაბადებული 1977 წელს. Французские авиационные технологии–ს თანამფლობელი. 2003–2005 წლებში იყო რუსეთის ეკონომიკური ანალიზისა და ფინანსური კონტროლის უფროსის მოადგილე, 205–2006 წლებში მობილურ ოპერატორ Ryazan MTS–ის უფროსი. 2006–2010 წლებში იყო რიაზანის მერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. 2010 წელს დაარსა შპს Газстройхолдинг. 2011 წელს კი Французские авиационные технологии–ს თანამფლობელი გახდა.

იგორ იგორის ძე პუტინი – რუსეთის პრემიერის მეორე ბიძაშვილი, დაბადებული 1953 წელს. 1998–2000 წლებში იყო რიაზანის საოლქო კომიტეტის სახელმწიფო სტატისტიკის უფროსი. 2005 წელს გახდა პარტია ,,ედინაია რასიას“ რიაზანის ორგანიზაციის თავჯდომარე. 2007 წელს დანიშნეს ,,ავტობაზბანკის“ მმართველად. 2010 წელიდან დღემდე არის Мастер-Банк–ის უფროსი.

ვერა პუტინა – პუტინის მესამე ბიძაშვილი, დაბადებული 1984 წელს. 2007 გახდა ,,ედინაია რასიას“ პარტიული გაზეთის რედაქტორი. 2009 წელს იყო სანქტ–პეტერბურგის მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატი. 2010 წლიდან კი Ганзакомбанк–ის სამეურვეო საბჭოს წევრია.

ალექსანდრე პუტინი – რუსეთის პრემიერის მამის ბიძაშვილი, დაბადებული 1953. 1991–1993 წლებში კომპანი Рязаньэнерго–ს თავჯდომარის პოსტი ეჭირა. 2002 წელს გამოსცა წიგნი ,,პუტინების საგვარეულო,“ რომელითაც რუსეთის პრემიერი აღფრთოვანებული დარჩა, რის გამოც 2011 წელს სადეპოზიტო–საკრედიტო ორგანიზაცია Ричфорд Кредит–ის თავჯდომარედ დანიშნა.

მიხეილ პუტინი – პრემიერის ბიძაშვილის შვილი, დაბადებული 1967 წელს. 1999–2004 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროსი. 2004–2007 წლებში ხელმძღვანელობდა ,,გაზპრომის“ მენეჯმენტს. 2008 წელს გახდა შპს ,,სოგაზის“ მმართველი.

მიხეილ შელომოვი – პუტინის ბიძაშვილის შვილი, დაბადებული 1968 წელს. 2002 წელს მან ჩამოაყალიბა კომპანია ,,აკცეპტი.“ 2004 წლიდან დღემდე არის ბანკ ,,რასიას“ მეწილე და თანამმართველი.

ეს არის რუსეთის პრემიერის იმ ნათესავების სია, რომელთა სახელს რუსულ მასმედიაში ხშირად გაიგონებთ, თუმცა, როგორც ,,სლონ. რუ“ იუწყება, მათი რიცხვი გაცილებით მეტია, უბრალოდ ისინი ტელევიზიებით არ ჩანან და მათ შესახებ არც პრესაში იწერება. გაზეთის ჟურნალისტი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ პრემიერს მხოლოდ მამის მხრიდან ნათესავები ჰყავს დასაქმებული, ხოლო დედის მხრიდან ნათესავების ვინაობა უცნობია.

ალბათ, ამის მიზეზი ჰოლანდიელი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფილმ ,,პუტინის დედა“–ში უნდა ვეძიოთ. ფილმში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის პრემიერის მშობელი დედა, საქართველოში, სოფელ მეტეხში ცხოვრობს. როგორც ვერა პუტინა აცხადებს, მან 10 წლის ასაკში პუტინი გააშვილა, რაც რუსეთის პრემიერმა საკუთარ დედას დღემდე არ აპატია.

კომენტარი