ნახეთ, როგორ გამოიყურება გოგონა, რომელსაც სამი წლის წინ საკუთარმა მამამ მჟავა გადაასხა

ეს სამწუხარო ფაქტი სამი წლის წინ მოხდა ინდოეთში - მამაკაცს ყოფილ ცოლზე და მის ახალ მეუღლეზე შურის ძიება უნდოდა, გადაწყვიტა მძინარეთათვის მჟავა გადაესხა, თუმცა ლოგინში ბავშვი აღმოჩნდა. ჯული მაშინ ოთხი წლის იყო. გოგონას მამინაცვალთან, ჰეერა ლალომთან ერთად ეძინა, დედა კი სახლში არ იმყოფებოდა. ორივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰეერას სხეულის 60% დამწვარი ჰქონდა მჟავისგან. ის ძლიერი ინფექციისგან გარდაიცვალა. ჯულის შედარებით უკეთესი მგომარეობა ჰქონდა - სხეულის მხოლოდ 40% დაუზიანდა და სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მისი ვიზუალი ფატქობრივად განადგურდა. გოგონას დედას ფერმის გაყიდვა მოუწია, რათა ბავშვის მკურნალობის ხარჯების ნაწილი დაეფარა. ჯული საავადმყოფოდა 10 დღის შემდეგ გამოწერეს, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ჯულის დედას უთხრეს, თითქოს მეტი არაფრის გაკეთება შეეძლოთ მისთვის, სინამდვილეში საქმე ფინანსებს ეხებოდა, ქალმა ვერ დაფარა სრულად მკურნალობის თანხა:

„მე დავკარგე ქმარი. მეშინოდა ქალიშვილიც არ დამეკარგა. ყოველ ღამე ვტიროდი, მინდოდა ჯული გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა ამის თანხა არ მქონდა. ჩემი დღიური ანაზღაურება მხოლოდ 2 ევროა“ - განაცხადა ჯულის დედამ.

კომენტარი

×