სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა გიგანტური ბაყაყი დაიჭირა - ასეთი რამ ჯერ არავის უნახავს

სამხრეთ ტექსასის ასოციაციის წევრმა და მონადირემ მარკუს რანგელიამ ნადირობისას უზარმაზარი ბაყაყი დაიჭირა, რომლის წონაც 6 კილოგრამია. მამაკაცმა მკვდარ ბაყაყთან ფოტოც გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილი გაოგნებულია ბაყაყის ზომით, ნაწილს კი ფოტოშოპი ჰგონია და თვლის, რომ ასეთი არსება ბუნებაში არ არსებობს.

ზომის გარდა, ბაყაყის კიდევ ერთი უცნაური თავისებურება ის არის, რომ მას გრძელი თმა აქვს თავზე. თუ ფოტოს ავთენტურობა დადასტურდა და ის მართლაც ასეთი დიდი ზომისაა, გინესების წიგნში შევა, როგორც ყველაზე დიდი ბაყაყი მსოფლიოში - იუწყება გამოცემა Mirror.

გარდა ამისა, ველური ბუნების დეპარტამენტისა და ტექსასის ნაკრძალის წარმომადგენელმა სტივ ლაითფუთმა განაცხადა, რომ ფოტო არ არის დამუშავებული და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალია შეცვლილი. თუ რას გულისხმობდა ლაითფუთი ამ პატარა დეტალში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100