ღალატის საწინააღმდეგო წამალი

გერმანელმა მეცნიერებმა მამაკაცის ღალატის საწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ ჰორმონს შეუძლია აღმოფხვრას მონოგამია.

მხედველობაში გვაქვს ოქსიტოცინი. ეს ჰიპოთალამუსის ჰორმონია და მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფსიქოემოციურ სფეროზე, ანუ ხელს უწყობს რომანტიკული გრძნობის განვითარებას, - ამტკიცებენ ბონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

"ჩატარდა ექსპერიმენტი ცოლიანი და მარტოხელ მამაკაცების მონაწილეობით. მონაწილეთა ერთი ნაწილი იღებდა ოქსიტოცინს, მეორე კი - პლაცებოს. ამის შემდეგ ექსპერიმენტის ყველა მონაწილე დააკავშირეს მომხიბლავ ქალ-მეცნიერს, რომელსაც რამდენიმე კითხვა უნდა დაესვა მათთვის", - წერსThe Daily Mail.

სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ოქსიტოცინი ყველა მამაკაცზე ერთნაირად იმოქმედებდა და ისინი მომხიბლავ მოსაუბრეს მათთან დაახლოების საშუალებას მისცემდნენ, თუმცა ამგვარად ჰორმონმა მხოლოდ მარტოხელა მამაკაცებზე იმოქმედა. ”დაკავებულმა” მამაკაცებმა, რომელთაც ოქსიტოცინის დოზა მიიღეს, პირიქით, დისკომფორტი იგრძნეს ლამაზმანთან ფლირტის დროს.

ხოლო ყველა ის მამაკაცი, რომელთაც ოქსიტოცინის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, დადებითად განეწყვნენ სიმპათიური ქალბატონის მიმართ და რომანტიკულ ტალღაზეც გადაერთვნენ.


კომენტარი