როგორ დახვდნენ რუსები დეპარდიეს?

ფრანგი კინოვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე უკვე რუსეთშია. ახალ „სამშობლოში“ მას გულთბილი დახვერდა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ დეპარდიემ სულ ცოტა ხნის წინ, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და რუსული პასპორტი აიღო. რუსეთის მოქალაქეობა დეპარდიეს პირადად პუტინმა მიანიჭა.

ჟერარ დეპარდიემ, სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ფრანგმა კანონმდებლებმა მსახიობისთვის მიუღებელი კანონი მიიღეს. საუბარია 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ კანონზე, რომლის თანახმადაც ფრანგ მილიონერებს 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ეკისრებათ.

კომენტარი