ფეხბურთელების მეგობარ გოგონათა შორის ყველაზე ლამაზი გამოავლინეს

ესპანელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გულშემატკივრებმა ფეხბურთელების მეგობარ გოგონათა შორის საუკეთესოდ ტამარა გორო დაასახელეს.

მომხიბლავი მოდელი 2009 წლის "მის ესპანეთის" მონაწილე და ლისაბონის "ბენფიკას" არგენტინელი ლეგიონერის ეზეკილ გარაის "გერლფრენდია".

Marca-ს ცნობით, ულამაზეს ტამარას ხმების 29% ერგო, მე-2 ადგილი ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი გოლკიპერის - დავიდ დე ხეას მეგობარი გოგონა - ედურნეს ხვდა, ხოლო მესამე, კრიშტიანუ რონალდუს გოგონა, რუსი - ირინა შეიკი გამოვიდა.

კომენტარი