კრისტინა ბობი ბრაუნი უიტნი ჰიუსტონის შვილობილს მიყვება ცოლად

ბობი კრისტინა ბრაუნმა უკვე ახალი რომანი გააჩაღა 22 წლის ნიკ გორდონთან, უიტნი ჰიუსტონის "შვილობილთან". იგი უიტნის ოფიციალურად არ უშვილებია, მაგრამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მშობლების მაგივრობას უწევდა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, შეყვარებულები ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს "და-ძმას" ეძახიან, მათ უკვე მოასწრეს და დაინიშნენ კიდეც. ჟურნალი Star იუწყება, რომ ბიჭმა გოგოს ხელი უკვე სთხოვა და გოგონაც დათანხმდა.

ნიკმა კრისტინას ხელი 10 მარტს სთხოვა. გოგონა ამბობს, რომ ის ერთადერთი ადამიანია ქვეყანაზე, რომელსაც ენდობა. მათ შორის ღრმა და ძლიერ კავშირია. უიტნი ჰიუსტონის დედა ამბობს, რომ ნიკი ყოველთვის ზრუნავდა უიტნიზე და კრისტინაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრისტინა მარტო დარჩა.

"ჩვენ უბრალოდ და-ძმა ვართ",-აცხადებენ ბობი კრისტინა და ნიკ გორდონი, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ამის არ სჯერათ.

კრისტინა ერთადერთი მემკვიდრეა უიტნის ქონების და ბევრს ეშინია, რომ ნიკს მხოლოდ მისი გამოყენება უნდა, რაც გოგონამ შეიძლება ვერ გადაიტანოს. კრისტინა ძალიან დათრგუნულია და ხშირად ფიქრობს თვითმკვლელობაზე, ნიკი კი მასთან ყველაზე ახლოსაა. ამბობენ, რომ მას რომ კრისტინა ნამდვილად უყვარდეს, ნიშნობაზე არ დათანხმდებოდა და მხოლოდ მეგობრად დარჩებოდა. ახლობლები, რომლებიც ჟურნალისტებს ანდობენ ამ ამბებს, ჯერჯერობით ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ.

კომენტარი