სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოგესალმებით თურქეთიდან... - ხათუნა ჟორდანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ხათუნა ჟორდანია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიამოვნო, ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„მოგესალმებით თურქეთიდან, სადაც ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს და ვინც მე მკითხულობს ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი. რაც მთავარია, მეტასტაზები არსად არ არის წასული და ახლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.


ასევე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებთ, რომ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც კი სიმსივნე აქვს, განიკურნება. მთავარია, ყველა ვიყოთ შემართებით, ვიყოთ იმ განწყობით, რომ ეს მდგომარეობა გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახავი.

როგორც კი მიხვდებით და გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება და ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს. დამერწმუნეთ, ისევე როგორც მე.


მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაში მიიღო მონაწილეობა და გვერდით დამიდგა. ყველა ის ადამიანი, ვინ სიყვარულის ესემესებს მიგზავნის და ვინც მამხნევებს, თითოეული თქვენი დამსახურებაა ის, რომ მე დღეს კარგად ვარ“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100