"რატომ უკვირს ხალხს, რომ მე და გია ისევ ერთად ვართ?!მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ...“-თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახური ამბების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, რატომ უკვირს ხალხს, რომ ის და გია როინიშვილი ისევ ერთად არიან.

„ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. მიკვირს, როგორ არ განელდა ინტერესი ჩვენს ოჯახთან დაკავშირებით. სადაც გაიხედავ, ყველგან ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ჩვენ მიმართ რატომღაც დიდი ინტერესი იყო. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად არის.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და გია ისე ზრუნავს ჩვენზე… მის ქცევაზე მთელ ოჯახს კეთილად გვეღიმება. დადარაჯებულია თითოეულ ჩვენგანზე, ვინც გარეთ გავდივართ, აუცილებლად გვაწევს სატელეფონო ზარს და გვეკითხება, ხომ არ დაგვავიწყდა პირბადე. რატომ ჰგონია, რომ გვავიწყდება, არ ვიცი. მერე სათითაოდ გვაფრთხილებს ყველას, ხელები დაისპირტეთო. ეს ამბავი ისეთი სასაცილოა, რომ გიას შეგონებებზე ბოლოს უკვე სიცილი გვივარდება. ყველაზე მეტად გიაა შეშინებული, რომ თავს მოვუფრთხილდეთ“.

კომენტარი