სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა 25 ლარი ხალხო? ეს არის დაცინვა! დეკემბრიდან ბანკში "ვშავდები" - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელე-წამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც მრავალშვილიანი დედაა, აცხადებს, რომ მიმდინარე თვიდან საბანკო ვალდებულებებს ვეღარ გადაიხდის.

სიჭინავა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგია. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარება დაცინვაა.

"იუსტიციის სამინისტრომ 25 ლარი დააწესა თითოეულ ჩვილ ბავშვზე. ეს არის სასაცილო, ეს არის, ჩემს შვილს რომ შივდება და სატყუარას რომ ვაძლევ. ამ თანხით ვერაფერს იყიდი. ან 100 ლარით ვინ რას იყიდის? ყველაფერი გაძვირდა და მთელი თვის საკვები როგორ უნდა იყიდონ? სანამ პროტესტის გრძნობა და შიმშილი ყველას არ შეაწუხებს, არაფერი გვეშველება.

რა 25 ლარი ხალხო? ეს არის დაცინვა! დეკემბრიდან ბანკში "ვშავდები", ყველაფერი გაგვიჩერდა, ერთადერთი ჩემი ხელფასი დაგვრჩა და კრედიტი რომ გადავიხადო, სამი შვილი მშიერი დამრჩება. მირჩევნია "გავშავდე" - ამის შესახებ ხატია სიჭინავამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100