დიანა ღურწკაია ოჯახურ ცხოვრებაზე ალაპარაკდა

დიანა ღურწკაია არ თვლის, რომ უნარშეზღუდული ადამიანია. მომღერალი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ უძღვება საშინაო მეურნეობას, ზრდის ვაჟიშვილს, დაკავებულია შემოქმედებითა და სპორტით.

მეუღლე - პეტრე დიანას ირინა ხაკამადამ გააცნო. ეს საქმიანი შეხვედრა იყო. როცა მამაკაცმა ხელი სთხოვა, დიანა ცდილობდა, მისთვის აეხსნა, რას ნიშნავს ცხოვრება ქალთან, რომელიც ვერ ხედავს და ცდილობდა, გადაეფიქრებინა, მაგრამ პეტრეს არაფრის გაგონება არ სურდა.

4 წლის წინ დიანამ პეტრეს მემკვიდრე აჩუქა. ცოლ-ქმრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ორმაგად გახარებულები იყვნენ იმით, რომ ბიჭუნა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მშობლებმა გადაწყვიტეს, განსაზღვრულ ასაკამდე პატარა ბიჭუნასთვის საერთოდ არ ეთქვათ, რომ დედა არ არის ისეთი, როგორიც ყველა. მაგრამ პატარა კოსტია ამჩნევდა, როგორ უფრთხილდებოდა და ეხმარებოდა ყველა დიანას. ერთხელ სამი წლის ბიჭი დედასთან მივიდა და უთხრა, რომ თვითონაც დაეხმარებოდა. დიანას ტქმით, ის მაშინ მიხვდა, რომ ბავშვმა ყველაფერი იცოდა და დედის მდგომარეობა ისე აღიქვა, როგორც ზრდასრულმა, მოაზროვნე ადამიანმა...

კომენტარი