სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეხედე შეყვარებულ გოგონებს, ისინი ყველაფერს იხდიან, რომ საოცნებოდ აღარაფერი დაუტოვონ მათს გამეძავებულ მეორე ნახევრებს..."

თანამედროვე პოეტი თორნიკე ნაროზაული ახალ ლექსს აქვეყნებს:


" შეხედე შეყვარებულ ბიჭებს,
ისინი ყველასთან წვანან,
მათ გარდა,
ვინც უყვართ.
რადგან მორალი მხოლოდ
სკვერებში "ზასაობის" უფლებას აძლევთ.
შეხედე შეყვარებულ გოგონებს,
ისინი ყველაფერს იხდიან,
რომ საოცნებოდ აღარაფერი დაუტოვონ
მათს გამეძავებულ მეორე ნახევრებს.

ეს პროგრესია.
და სასაცილოა, რომ ეს პროგრესი
ძველმა რომაელებმა ძვ. წ. I საუკუნეში გამოსცადეს.

მე შენ გვირილები დაგიკრიფე
და
შენ მათთან ერთად ფოტო გადაიღე.

დრო მოვა ყველა მონაზონს მეძავად შერაცხავენ
და დასცინებენ ყველა თავსაფრიან დედაკაცს.

მე კი, კვლავ გვირილებს დაგიკრეფ
და
შენ მათთან ერთად ფოტოს გადაიღებ.

მე არ მჭირდება წარსული და მომავალი
იმისთვის, რომ თეთრის და შავის გარჩევა შევძლო.
ამისთვის შენი შავი კაბის და თეთრი სხეულის სინთეზიც მყოფნის.

ყვავილები ყოველთვის მიწიდან ამოდიან და ცას აჰყურებენ.
ჩვენ პირიქით - ციდან მოვდივართ და მიწას დავყურებთ.

სიმართლე გითხრა,
დაცემის შემდეგ წამოდგომა მირჩევნია
გამუდმებით სწორად სიარულს.
ეს ანგელოზების საქმეა.
მე
კი
ერთი
ცოდვილი
პოეტი ვარ." - წერს ნაროზაული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100