როგორ გააჩერა ბარსელონაში "მხოლოდ ქართულის" მონაწილემ ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი და რატომ გამოიძახეს ბორდზე მისთვის ექიმები?

აი, რა შეემთხვა "მხოლოდ ქართულის" მონაწილეს თვითმფრინავში და რას წერს ქრისტინე შუშაძე:

"რომ არ დავპოსტო არ შემიძლია. ჩემმა გულითადმა მეგობარმა მომცა გრიპის წამალი თან გამაფრთხილა თვითმფრინავში დალიეო. დავლიე ძვირფასად ვზივარ არხეინად წავიდა თვითმფრინავი და ვხედავ ძალიან გავხურდი დავხედე ხელებს და ვხედავ მწვავე ალერგიას. board გამცილებელს ვთხოვე ალერგიის წამალი პატივცემული კი წავიდა და გამოაცხადა რომ ვბრუნდევით უკან. გამწარებული სახით ვზივარ ვერ გავიგე უცებ რატო მობრუნდა თვითმფრინავი. მოკლედ, შეიქმნა ოქმი მოვიდა ბორდზე ექიმები ჩემი ესპანურით მხოლოდ ის გავიგე რომ “ნოურეკომენდიტო “ ფაქტიუტად მომხსნეს ბორდიდან , ვიცინი სიმწრისგან და ვაცხადებ რომ კარგად ვარ ოღონდ არ დავეტოვებინე 2 დღე ბარსელონაში მომიწევდა შემდეგ რეისამდე ლოდინი რათქმაუნდა ამას კომპანია აანაზღაურებდა. მაინც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Wizz Air ძალიან სწორად მოიქცნენ რომ არ გარისკეს აფრენა სანამ არ დარწმუნდნენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და ბოდიში მოვუხადო მგზავრება რომლებმაც ჩემი ალერგიის გამო დააგვიანეს გაფრენა მთელი 1.20 წთ უხერხულობისგან ლამის მოვკვდი. მოკლედ საბოლოოდ გამიკეთეს ექიმებმა ნემსები ზოგი ჭირი მარგებელია ისე ჩამეძინა ჩამოფრენის წინ ძლივს გამომაფხიზლეს".- წერს ქრისტინე შუშაძე.

კომენტარი