სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერენაიას ახალი რომანი 18 წლით უფროს ცოლ-შვილიან კაცთან - თურქული მედია შოკშია, ვინ არის ჯემ ილმაზი?

თურქული მედია სერენაი სარიქაიას ახალ რომანზე ალაპარაკდა. ყვითელი მედიის ცნობით, მსახიობი ათენში ჯემ ილმაზთან და მის მენეჯერ აიშე ბარიმთან ერთად იმყოფება. არსებობს პაპარაცული ვიდეო-კადრებიც, რომელიც წყვილს გამოუქვეყნეს.


ჯემ ილმაზი 2 შვილიანი და ცოლიანი თურქი ბიზნესმენია. ის სერენაიზე 18 წლით უფროსი და ლამის ყველაზე განხილვადი, გავლენიანი, ფულიანი და აქტუალური კაცია თურქეთში. ჯემი ასევე ნომერ პირველი კომიკოსია თავის ქვეყანაში, ქმნის ფილმებს, არის პროდიუსერიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და თავადაც თამაშობს საკუთარ ფილმებში.

ზოგიერთი თურქული წყარო იმასაც იტყობინება, რომ ჯემი ცოლთან გაშორებულია და მას არა ორი არამედ ერთი შვილი ჰყავს.


ხმები წყვილის შესაძლო რომანის შესახებ ადრეც გავრცელდა, თუმცა ჯემმა თავიდან უარყო მათი ურთიერთობის შესახებ დაყრილი ხმები.

რამდენიმე დღის წინაც ისევ ჯემმა მეგობრად მოიხსენია სერე. ერთი-ერთი ჟურნალისტი წერდა შეიძლება ბერგენის პროდიუსინგი აიღოს თავის თავზეო და მოკლედ კაცმა არ იცის რა ხდება.


საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს თავად სერენაია თურქეთში დაბრუნების შემდეგ.

მანამდე კი ჟურნალისტებმა ილმაზის ცოლი გამოიჭირეს სახლთან და მას ჰკითხეს ამის შესახებ. ჯემის მეუღლემ აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა უარყო.

ჩაღათაის და ქერემის შემდეგ ცოტა რთული წარმოსადგენი იქნება სერენაიას გვერდზე ასეთი კაცი, თუმცა სიყვარულს რას გაუგებ, მთავარია წყვილი ბედნიერად გრძნობდეს ერთად თავს.


შეგახსენებთ, რომ სერენაია სულ ახლახანს დაშორდა მსახიობ ქერემ ბურსინს, რომელთანაც 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. დაშორების მიზეზებზე წყვილს ამ დრომდე არ უსაუბრია.


ქერემამდე ულამაზესი მსახიობი ჩაღათაის ხვდებოდა, იმ ჩაღათაის, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ თბილისშიც კი იმყოფებოდა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100