გუფის სარეაბილიტაციო ცენტრში აწვენენ - რატომ დაიწყო ისევ ნარკოტიკების მოხმარება რეპერმა?

რამდენიმე დღის წინ რეპერი გუფი ტაილანდიდან არაფხიზელ მდგომარეობაში ინსტაგრამის ლაივში ჩაერთო და ყოფილ დეპუტატს აგინა. ამის შემდეგ მისმა ყოფილმა ცოლმა აიზამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მუსიკოსს დახმარება სჭირდებოდა, რადგან ისევ დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება.

როგორც გაირკვა, გუფის მართლაც აღმოაჩნდა პრობლემები, რადგან ისევ წამალზე დამოკიდებული გახდა - წერს გამოცემა Super.

მას შემდეგ, რაც სკანდალურად ჩაერთო სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში, რეპერი კავშირზე აღარ გამოსულა ახლობლებთან. მან ტელეფონი, საფულე და საკრედიტო ბარათებიც დაკარგა. იმისთვის, რომ სახლში დაებრუნებინათ, მუსიკოსის და - ოლგა და კონცერტის რეჟისორი ჩაფრინდნენ ტაილანდში. გარდა იმისა, რომ მათ რეპრის მოსკოვში წაყვანა გადაწყვიტეს, სურთ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრშიც დააწვინონ და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ სრული კურსი გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსს ადრეც ჰქონდა ნარკოტიკებთან პრობლემები და ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მას შემდეგ, რაც ქართველ მომღერალ ქეთა ტოფურიას ხვდებოდა, მისი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ იყო შეცვლილი, რადგან ქეთა ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში ეხმარებოდა, თუმცა ახლა ისინი ერთად აღარ არიან, ამიტომ რეპერს მოუწევს, ყველაფერს თავად გაუმკლავდეს.

კომენტარი