სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კონკრეტული ინდივიდი ვარ, როლმელსაც მსახიობობაც და მოდელობაც კარგად გამომდის" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ვაჟა გოდერძიშვილთან

ახალგახრდა სიმპათიური მოდელი და მსახიობი ვაჟა გოდერძიშვილი ძალიან პოპულარულია მისი ნიჭითა და ვიზუალით. ის მხოლოდ 21 წლისაა და უამრავი საინტერესო სიახლე აქვს დრონი.ჯი-ს მკითხველისთვის. ვაჟა რამდენიმე უცხო ენაზე საუბრობს, მოგზაურობს სვადსხვა ქვეყნებში და ცდილობს, სწრაფად განვითარდეს.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა, სიმპათიურ და წარმატებულ ვაჟა გოდერძიშვილთან.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი, ვინ არის ვაჟა გოდერძიშვილი?

- დავიბადე თბილისში, სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია. გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და ჩემი თავისთვის მიმეცა ის, რასაც უნივერსიტეტი არ სჭირდებოდა. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს, ვარ სამოდელო სფეროში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის სხვდასხვა ქვეყნებშიც. ვცდილობ, საქართველოში ნაკლებად ვიყო, რადგან ბევრი რამ არ მაკმაყოფილებს. ამასთან, ვარ მსახიობი და დაკავებული ვარ ჩემი პატარ-პატარა საქმეებით, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს ძალიან ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში. იცით, მილიონერობა არ მაქვს გეგმებში. როცა იმით დავკმაყოფილდები რამდენიც მექნება, უკვე გადავალ საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაზე. როცა სხვისი ბედნიერების მიზეზი ვარ, ეს ძალიან მსიამოვნებს.

- შენ ერთდროულად მსახიობი და მოდელი ხარ. როგორ ახერხებ ამ პროფესიების შეთავსებას ისე, რომ ორივე კარგად გამოგდის?

- ასეთი ვარ. კონკრეტული ინდივიდი, რომელსაც ორივე გამოსდის. ბავშვობიდან შეყვარებული ვარ სამსახიობო კარიერაზე, სულ ვცდილობდი ამ სფეროში აქტიურად ჩართვას და ძალიან ბევრ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ახლა ფილმებით დავკავდი და იმედია, კარგად გამომივა. სხვათაშორის სტეფანეს კლიპშიც ვარ. მომწონს სამოდელო სფეროც... მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, ვმოგზაურობ სვადასხვა ქვეყნებში და ვცდილობ ,ეს ორი რამე ერთმანეთთან ისე შევათავსო, რომ დრო არც ერთს მოვაკლო. ნუ, გამომდის კიდეც(იცინის).

- უცხოეთში მიგიწვიეს ფილმის გადაღებაზე. რა ფილმია და რა როლზე ხარ დაკავებული?

- დიახ, უცხოეთში ვიღებ მონაწილეობას ერთ-ერთ ფილმში და ამის დაანონსების უფლება არ მაქვს, თუმცა მალე ყველა ნახავს და გაიგებს ამ კინო სურათის შესახებ.

- თითქმის ყველა გიცნობს, გოგონები შენზე გიჟდებიან, როგორი შეგრძნებაა იყო პოპულარული?

- ძალიან ჩვეულებრივი მომენტია უკვე. თავიდან ძალიან მიხაროდა, ახლაც მსიამოვნებს, უბრალოდ, მივეჩვიე და აღარანაირი რეაქცია აღარ მაქვს.

- მანდილოსნებისგან ასეთი ყურადღება გათამამებს?

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ყველას თავდაჯერებუობას მატებს, მაგრამ თავდაჯერებული ყოველთვის ვიყავი მათი ყუარდღების გარეშეც. არაფერს გავუთამამებივარ, რაც მაქვს ჩემი თავიდან გამომდინარეა და არა ვიღაცის შეფასებიდან.

- გქონია თუ არა ურთიერთობა შენზე ბევრად დიდ ქალთან და ვისთან უფრო კომფორტლად გრძნობ თავს, შენი ასაკის გოგონებთან თუ უფროს ქალებთან?

- რა თქმა უნდა, ჩემზე უფროს ქალებთან უფრო კომფორტულია ურთიერთობა. მათი გაგება უფრო კარგად შემიძლია და პირიქით... არასდროს მქონია ოფიციალური ურთიერთობა, მაგრამ რაც ყოფილა, კარგი და სასიამოვნო იყო.

- ხარ თუ არა ახლა შეყვარებული ან ოდესმე თუ ყოფილხარ?

- არასდროს ვყოფილვარ შყვარებული. ვინმე რომ მყვარებოდა, ახლაც მეყვარებოდა. ვფიქრობ, ადამიანს ერთხელ უყვარდება.

- უკავშირდება თუ არა შენი სამომავლო გეგმები საქართველოს და რას გეგმავ უახლოეს მომავალში?

- არ მიყვარს ჩემს გეგმებზე საუბარი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ნაკლებად ვიქნები ანუ ნაწილობრივ უკავშირდება.

- ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი.

- სწრაფვა განვითარებისკენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100