სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაგვეცა ჭერი,სრული პანიკა იყო, წავიქეცი და ერთი გოგო დამეცა"- ასე გამოიყურება მეტროს ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის რეანიმატოლოგის, პაატა ჯულაყიძის განცხადებით, "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტს, გიორგი საკარულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

კონკრეტულად, გულ-მკერდის მალის ზედაპირული ტრავმა, კისრის მალების ზედაპირული ტრავმა, ასევე მუხლზე რბილი ქსოვილების დაბეჟილობა.

„საბედნიეროდ მოტეხილობები არ აქვს, მუხლზე ზედაპირული ტრავმა იყო, ჩაუტარდა რენდგენოგრაფია და გადაწყდა ფეხის თაბაშირში ჩასმა“ , - განაცხადა რეანიმატოლოგმა.

როგორც გიორგი აღნიშნავს, მეტროს მატარებელში შედიოდა, როცა ჭერი ტალღასავით წამოვიდა.

„დაგვეცა ჭერი და რკინის კონსტრუქციები, სრული პანიკა იყო, წავიქეცი და ერთი გოგო დამეცა, მერე ორივეს ერთად მთლიანი ჭერი... ვერ ვდგებოდით, ვყვიროდით და მოქალაქეები დაგვეხმარნენ ნანგრევებიდან წამოდგომაში, ვაგონებშიც მათ შეგვიყვანეს. უნდა აღვნიშნო, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა იმუშავეს ძალიან კარგად“, - ასე იხსენებს მომხდარს გიორგი.

მისივე თქმით, პანიკამ ჭყლეტაც გამოიწვია, რადგან ყველა ცდილობდა ნანგრევებიდან თავი დაეღწია.

შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ "ვარკეთილში" დღეს, 30 იანვარს შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შედეგად დაშავდა 14 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100