"ყოველთვის მინდოდა მყარი ოჯახი... ვიქნები ქართველი, ძალიან ტრადიციული, მეოჯახე მეუღლე“ - მარკუს მეტრეველი ოჯახის შექმანს აპირებს

მომღერალი მარკუს მეტრეველი უკვე ერთი წელია ურთიერთობაშია, როგორც ის ჟურნალი „თბილისელებთან“ ამბობს მისმა სიყვარულმა გამოცდა გაიარა და ახლა მზადაა რომ ოჯახი შექმნას. მომღერალი რჩეულის ვინაობას მედიას არ უმხელს.

„ჩვენმა ურთიერთობამ ბევრი სირთულე გაიარა. კარგად გავიცანით ერთმანეთი. თუმცა იყო კონფლიქტებიც, აზრთა სხვადასხვაობა, ორკვიარიანი დაშორებები, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ადამიანია, რომელიც სულიერ კომფორტს მძენს, ვისთანაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, ძალიან ძლიერი ადამიანია და იმაშიც დავრწმუნდი, რომ მიყვარს. ბოლო დროს იშვიათად მჯეროდა სიყვარულის, ამიტიომაც ბევრ გამოცდას ვუწყობდი, როგორც საკუთარ თავს, ასევე მას. ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ გამოცდა ორივემ წარმატებულად ჩავაბარეთ. სამომავლოდ ისღა დაგვრჩენია რომ ერთად ვიცხოვროთ.

ყოველთვის მინდოდა მყარი ოჯახი და იმ ეტაპზე ვარ, რომ მყავდეს ასეთი ოჯახი, რომელიც მე გამაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთავისუფალი ადამიანი ვარ, ურთიერთობების მხრივ, არანაირი კომპლექსი არ გამაჩნია, ვფიქრობ, რომ ვიქნები ქართველი, ძალიან ტრადიციული , მეოჯახე მეუღლე“- განაცხადა მარკუს მეტრეველმა.

წყარო „თბილისელები“

კომენტარი