სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მზად ვართ, ქართულ-რუსული ურთიერთობების აზრზე მოვიყვანოთ" - კრემლის პასუხი ნინო ქათამაძის უარს

"ჩვენი ხელმძღვანელობა ძალიან აფასებს მის ტალანტს, თუმცა, ფაქტია, რომ ის პოლიტიკურ ურთიერთობებში ვერ ერკვევა" - ასეთი შეფასება მისცეს კრემლში ნინო ქათამაძის ქმედებას, რომელმაც რუსეთში კონცერტის გამართვაზე უარი განაცხადა.

"კრემლი მზად არის, აუხსნას ცნობილ ჯაზ-მომღერალს რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ ასპექტებში გამწვავებული ურთიერთობების შესახებ" - განაცხადა პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისი განმარტებით, მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, ნინოს ბევრი რამ არ ესმის პოლიტიკაში და ნებისმიერ დროს შეუძლია კითხვით მიმართოს კრემლის წარმომადგენლობას, რომელიც სიამოვნებით გაათვითცნობიერებს რუსულ-ქართული ურთიერთობის დეტალებში.

აქვე, სტატიაში, სადაც პესკოვი ქათამაძეზე საუბრობობს, ნათქვამია ისიც, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის გამოჩენამ ანტი-რუსული მოძრაობა გაამძვინვარა და დაიწყო საპროტესტო ტალღა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერაც მოჰყვა, რომელმაც, თავის მხრივ რუსეთი "უწესრიგობის ორგანიზაციად" და მტრად მოიხსენია, ხოლო ნინო ქათამაძემ ყველა კონცერტი გააუქმა, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარებულიყო.

საბოლოოდ, სურათი დაიხატა შემდეგნაირად - რუსული პრესა "უწყინარი რუსი დეპუტატების" ქებასა და მათი უდანაშაულობის მტკიცებას განაგრძობს და რუსულ საზოგადოებაში ქართველების ზიზღს თესავს, რაც არც მანამდე აკლდა სოციუმს. ეს არა შეპარული მესიჯები, არამედ ღია ფრაზებით ფიქსირდება სტატიებსა თუ სიუჟეტებში და რაც ყველაზე მთავარია, იჭერენ პოზიციას, თითქოს ეს ყოველივე საფუძველს მოკლებული ფაქტორების გათვალისწინებით ხდებოდეს. რა თქმა უნდა, არც ამჯერად ახსენდებათ ის, რომ საქართველოს ტრიტორიები მიტაცებულია... არც იმ მსხვერპლთა რაოდენობა დაუთვლიათ, რომელიც რუსის ხელით მოგვიკლეს ქართველებს, დააობლეს ბავშვები და შვილები გამოაცალეს მშობლებს ხელიდან. არც ის აინტერესებთ, რომ მცოცავი ანექსიით დღითი დღე მეტ ტერიტორიას იკავებენ საქართველოში, იტაცებენ ქართველებს და ატყვევებენ, აწამებენ და ამცირებენ... შემდეგ საზოგადოებას აჯერებენ, რომ საქართველო მტერია და აქ საშიში ხალხი ცხოვრობს.

უნდა გეშინოდეთ, პუტინისტებო, საქართველო დიდი ხანია ასე ძლიერი და გაერთიანებული არ ყოფილა. ყველაზე ახალგაზრდა თაობაც კი ქუჩაში დგას და იქ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის სახეებს დაინახავთ, რომლებიც არასოდეს დაგიჩოქებენ თქვენ, რომლებსაც ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენი განადგურება გსურდათ და ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ.

#რუსეთიოკუპანტია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100