სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუფის 18 წლის საყვარელმა ხმამაღლა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიღვიძა სისხლში ამოსვრილმა

გუფის ეკატერინბურგელი საყვარელი, 18 წლის იანა შევცოვა ყველაფერს აკეთებს რათა რეპერი გაანადგუროს და შური იძიოს მისი გულგრილობის გამო.


ამჯერად იანამ ყველაზე სკანდალური განცხადება გააკეთა, რაც კი ბოლო პერიოდში გაუკეთებია და აღნიშნა, რომ გუფმა მისი სიმთვრალით ისარგებლა, როცა ჯერ კიდევ ქალწული იყო და უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა გააუპატიურა. დილით, როდესაც იანამ გაიღვიძა, ნახა, რომ მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი.

ინსტაგრამზე იანამ თავის ვრცელ პოსტში ისიც მოყვა, თუ როგორ გაიცნო რეპერი ერთ-ერთ კაფეში, შემდეგ კი გოგონა თავისთან სახლში დაპატიჟა, სადაც ერთად დალიეს. გამომდინარე იქიდან, რომ იანა მაშინ 16 წლის იყო, ალკოჰოლმა ის მალე დაათრო და როგორც აღნიშნა, "მოსახდენი მოხდა"...

"როგორც კი მივხვდი, რომ ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ვიყავი, მაშინვე დავიძინე. დილით გაღვიძებულმა კი დავინახე, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი, ზეწარი სულ სისხლიანი იყო. როცა გუფს ვკითხე, თუ რა იყო ეს, ის გაოცდა და კითხვაზე კითხვით მიპასუხა - "შენ რა, არ გახსოვს?" ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო, მანამდე არავინ მყოლია" - აღნიშნა იანამ.

გოგონას თქმით, მათი რომანი ორ წელს გრძელდებოდა, სანამ იანას 18 წელი არ შეუსრულდა. მან ასევე ისიც თქვა, რომ გუფისგან ორსულად იყო, თუმცა აბორტი გაიკეთა, რადგან ნაყოფი რეპერისთვის არასასურველი იყო.

"მან შემთხვევით ისარგებლა და გააკეთა ის, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი, მქონდა შეგრძნება, თითქოს ჩემი სხეულის დიდი ნაწილი წამართვეს. ის მე მპირდებოდა და მეფიცებოდა, რომ არასდროს მიმატოვებდა. ის იყო კიდეც ჩემს გვერდით მანამდე, სანამ 18 წელი შემისრულდებოდა".




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100