სელენა გომესი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში მოათავსეს

სელენა გომესს ბოლო რამდენიმე წელი საკმაოდ რთული ჰქონდა - ის ჯერ თავის ბოიფრენდს ჯასტინ ბიბერს დაშორდა, ამის შემდეგ კი საზოგადოება გამუდმებით აკრიტიკებდა უკონტროლო წონის გამო. მომღერალი ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და ყველას დაანახოს, რომ ბედნიერია, თუმცა პრობლემები ამით არ გვარდება.

როგორც უცხოური ყვითელი პრესა წერს, გომესი ბოლო რამდენიმე დღეში ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში ნერვული აშლილობის დიაგნოზით.
"სელენა მიხვდა, რომ უკვე სპეციალისტების დახმარება სჭირდება. ახლა მკურნალობას გადის, რადგან ეს ყველაზე კარგი გამოსავალია ამ სიტუაციაში" - განაცხადა მომღერალთან დაახლობულმა პირმა.

კომენტარი