"ტირიონის" როლის შემსრულებელი "სამეფო კარის თამაშებიდან" 49 წლის გახდა - ასე ულოცავს კიტ ჰარინგტონი მეგობარს

"ტირიონის" როლის შემსრულებელი პიტერ დინკლეიჯი "სამეფო კარის თამაშებიდან" 49 წლის გახდა. ასე მიულოცა მსახიობს დაბადების დღე კიტ ჰარინგტონმა. "ჯონ სნოუმ" ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი მილოცვა დაწერა:
"49 წელს გილოცავ ჩემო მეგობარო"
ამერიკული კინოსა და თეატრის მსახიობი პიტერ დინქლეიჯი 1969 წლის 11 ივნისს მორისთაუნში, ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. 1987 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ვერმონტიოს შტატის (Bennington College) ბენინგტონის ხელოვნების კოლეჯში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. არის ვეგეტერიანელი. 2005 წლიდან დაქორწინებულია თეატრის რეჟისორ ერიკა შმიდტზე. 2011 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ გოგონა.
პიტერი ახონდროპლაზის მემკვიდრეობითი ავადმყოფობით დაიბადა, რამაც ჯუჯად აქცია. მისი სიმაღლე 135 სანტიმეტრია.

კომენტარი