"დრო საოცრად გარბის, ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი" - თაკო ჩხეიძის გულისამაჩუყებელი სტატუსი შვილს

თაკო ჩხეიძის უფროსმა ვაჟმა სკოლა დაამთავრა. მართალია, ძნელი დასაჯერებელია, თუმცა თაკოს საკმაოდ დიდი ვაჟი ჰყავს და სწორედ ამის შესახებ წერს მოდელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:


"დრო გარბის საოცრად ჩქარა, ჯერ გეჩქარება რომ აღუ თქვას, შემდეგ გაიაროს, დედა დაგიძახოს, ბაღში შეიყვანო და აი უკვე სკოლაც დავამთავრეთ, ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. მეამაყები სერგი ძალიან, მიყვარხარ და გისურვებ ყველა შენი სურვილი შეგისრულდეს" - წერს თაკო სოციალურ ქსელში.

კომენტარი