მორგან ფრიმენი საკუთარ შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს

ჰოლივუდის მსახიობი მორგან ფრიმენ სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს საკუთარ შვილიშვილთან, იდენ ჰაინსთან, რომელიც სამი წლის წინ მოკლეს - ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ამბავი თავად იდენმა უამბო თავის ბოიფრენდს, რომელიც ფრიმენის შვილიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული.

- ჰაინსმა თავად უამბო სხვებს, რომ საკუთარ ბაბუასთან შეუსაბამო სექსუალური კავშირი ჰქონდა - განაცხადა სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატმა.

33 წლის იდენ ჰაინსი - მორგან ფრიმენის უფროსი ქალიშვილის შვილი 2015 წელს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც გულ-მკედრში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლამარ დევენპორტია, რომელსაც გარდაცვლილი ხვდებოდა.

ჭორები მორგან ფრიმენისა და მისი შვილიშვილის ურთიერთობის შესახებ 2009 წელს აგორდა და მაშინ ყვითელი პრესა წერდა, რომ ამ კავშირს ორივე მათგანი სერიოზულად უდგებოდა, თუმცა მორგანმა და მისმა შვილიშვილმა ეს ჭორები უარყვეს და მას დიდი სისულელე უწოდეს.

კომენტარი