სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა - სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება

ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტი ავარიაში მოყვა. ავარიის ამსახველი ფოტოები ინტერნეტით დღეს გავრცელდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც ტესლას მარკის ავტომობილს მართავდა, მეორე მოძრავ მანქანას შეეჯახა, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი, გაჩერებული ავტომობილი დააზიანა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ბრედ პიტი ორივე მანქანის მძღოლს გაესაუბრა. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორი ზრდილობიანი და კანონმორჩილია ჰოლივუდის უსიმპათიურესი ვარსკვლავი.

მედიის ცნობით, 54 წლის მსახიობი ამ დროისთვის ყოფილი მეუღლის ანჯელინა ჯოლის მეზობლად ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100