"The show must go on" - როგორ მოხვდა ლიზა ყენია Mix2Ra-ში და რა გეგმები აქვს ჯგუფს

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი Mix2Ra მსმენელს ახალი ენერგიით, მიზნებითა და შემადგენლობით დაუბრუნდა. შეგახსენებთ,რომ იქს-ფაქტორის ისტორიაში ის ერთადერთი მუსიკალური ბენდი გახლავთ, რომელმაც ფინალურ ტურში იმღერა. ფართო საზოგადოებამ ჯგუფი სწორედ აღნიშნული პროექტის საშუალებით გაიცნო.

განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე Mix2rA-ს წევრები გვესაუბრებიან :

- დავიწყოთ თავიდან, რამ განაპირობა ჯგუფის შექმნა ?

- Mix2Ra -ს შექმნა სრულიად შემთხვევით მოხდა. ზოგადად ჯგუფის შექმნის ინიციატია ჩვენს ყოფილ ვოკალისტს გიორგის ეკუთვნის. სწორედ მან შეგვკრიბა და გაგვაერთიანა.

- საიდან მოდის და რას უკავშირდება ბენდის სახელი ? რატომ Mix2rA?

- დიდი ხანი ვფიქრობდით იმაზე,თუ რა დაგვერქმია ჯგუფისთვის, რამე კრეატიულს ვეძებდით. Mix2Ra ჩვენმა მენეჯერმა და „მამამ“ ილიამ ექსპრონტად დაგვარქვა , ჩვენც მოგვეწონა და მას მერე ეს სახელი გვქვია.

- სულ პირველად რომელი სიმღერა დაუკარით?

- პირველად The superman lovers- starlight დავუკარით.

- სულ ახლახან მიქსტურა ახალი შემადგენლობით წარსდგა მსმენლის წინაშე. რამ განაპირობა ჯგუფიდან ეკოს, გიორგისა და თოკოს წასვლა?

- ეკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, კერძოდ, იოგებზე კვანძი აღმოაჩნდა, რის გამოც ჩვენს რეპერტუარს ვეღარ ასრულებდა. მისი ჯგუფიდან წასვლა სწორედ ამან განაპირობა. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, მათ სხვა სამომავლო გეგმები ჰქონდათ.

- ლიზა როგორ მოძებნეთ ?

- მას შემდეგ , გამუდმებით ძიების პროცესში ვიყავით, არ გვინდოდა ჯგუფი დაშლილიყო, გოგო ვოკალისტს ვეძებდით. ლიზას ნომერი გავიგეთ დავურეკეთ და დავნიშნეთ შეხვედრა. ვიმსჯელეთ და მასაც მოეწონა ეს იდეა და დაგვთანხმდა.

- ლიზა, შენ რა რეაქცია გქონდა როცა დაგირეკეს?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო,რომ წარსულში საკმაოდ ბევრ ბენდთან მქონია შეხება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით ხოლმე. ამიტომ ამ ამბავს სერიოზულად აღარ ვუყურებდი. სექტემბერში დამირეკეს და თავიანთი შეთავაზება გამაცნეს.ზოდად, მეც იმ დროს ისეთი პერიოდი მქონდა რომ სიახლეს ვეძებდი. შეხვედრამაც პოზიტიურად ჩაიარა და მეც დავთანხმდი.ძალიან მიხარია,რომ ასეთი ადამიანები შევიძინე.

- მანამდე თუ ადევნებდი თვალს მათ გამოსვლებს იქს ფაქტორში ?

- სიმართლე გითხრათ არა. თუმცა, ერთადერთი ბენდი იყო,რომლის სახელიც ყველგან მუდმივად მესმოდა და ყურში მხვდებოდა ხოლმე.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა „წარმატება“ ?

- ჩვენთვის სიტყვა „წარმატება“ უფრო შრომის დაფასებასთან ასოცირდება.

- გაქვთ თუ არა ისეთი საყვარელი სიმღერა, რომლის შესრულებაც ყველას ძალიან გიყვართ ?

- დიახ, The Black Eyed Peas - Let's Get It Started.

- ვინაა ბენდში ყველაზე ზარმაცი?

- ყველაზე ზარმაცის „ტიტულს“ შეუცვლელად ჩვენი მიხეილი ფლობს.

- საუკეთესო ბენდი რომლისთვისაც ოდესმე მოგისმენიათ...?

- Jamiroquai. საოცრად გემოვნებიანები არიან, ყველაზე მეტად მაინც მათი ჟღერადობა მოგვწონს.

- როგორ დაახასიათებდით ქართვველ მსმენელს ?

- იდეალურები არიან, თითქმის ყველაფერში გყვებიან და გიფასებენ იმას, რასაც აკეთებ.

- როგორ ფიქრობთ რატომ მიიჩნევენ ადამიანები როკსა და მძიმე მეტალს სატანისტურ მუსიკად?

- ზოგადად, თავდაპირველად საგალობლების ჩაწერა 4032 ჰერცზე მოხდა .მას მერე თუ რომელიმე მუსიკა ამ მაჩვენებელს აღემატებოდა, ყველას სატანისტურად ნათლავდნენ. როკმა და მძიმე მეტალმა კი აღნიშნულს ბევრით გადაუსწრო და 4040 ჰერცი აჩვენა.

- ყველაზე უცნაური რა გადაგხდენიათ ?

იქს ფაქტორის ფინალური ტურის პირდაპირ ეთერამდე 10 წუთიღა რჩებოდა ,როცა აპარატურის მთავარი პულტი გადაიწვა. სცენაზე რომ ავედით ვარაუდით ვუკრავდით. მახსოვს ეკო მითვლიდა ფეხებით იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი არ მესმოდა.

(აღნიშნული ლაივის ნახვა სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ)

- საყვარელი ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებთ ხოლმე ...

- „ერთიც მოვწიოთ და დავიწყოთ“.

- სიტყვა ,რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ბენდს?

- კრეატიულები.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს ,რომლებიც ახლა იწყებენ?

- ბევრი იშრომონ, სირთულეების მიუხედავად არ დანებდნენ და მუდმივად ისწრაფონ დასახული მიზნისკენ. და რაც მთავარია ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ბენდში სიყვარული არ არის, ვერც მიზანი იქნება მიღწეული.

- როგორია ჯგუფ Mix2ra-ს სამომავლო გეგმები ?

- ამჟამად ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ და ეს არ იქნება უბრალო ქავერი. უახლოეს მომავალში მსმენელს ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტს შევთავაზებთ. გარდა ამისა, ჩვენს მენტორთან , სტეფანესთან , ერთად დუეტის ჩაწერასაც ვგეგმავთ.

- რამის დამატებას ხომ არ ისურვებდით?

- დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების მე-7 მუსიკალურ სკოლას ხელშეწყობისა და თანადგომისათვის.

კომენტარი