ლიზა ყენია ძველ შეყვარებულს, თიკა ჯამბურიას ყოფილს, შეურიგდა

ლიზა ყენია ძველ შეყვარებულს შეურიგდა. მომღერალი და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ. კომენტარების მიხედვით, წყვილი ერთად უნდა იყოს.

ლიზას სიმპათიური შეყვარებული გიორგი ბრეგვაძეა. ის თიკა ჯამბურიას ყოფილიცაა. სწორედ ის ბიჭია, რომელმაც თიკასთან ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ მომღერალს უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა. ამ ინტერვიუმ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, გიორგიმ კი ურთიერთობა ლიზასთან დაიწყო. ლიზა და გიორგი ჩახუტებულები ფოტოებს იანვარშიც დებდნენ (იხ. სტატია), შემდეგ ლიზა სხვა ბიჭს ხვდებოდა (იხ.სტატია). ახლა კი როგორც ჩანს, წყვილი კვლავ შერიგდა.

როგორც ჩანს, "სელებრითებში" ბიჭებისა და შეყვარებულების გაცვლა ტრენდული გახდა. ლიზა ყენიასა და ნინუცა მაყაშვილს სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ბიჭთან, გიორგი პატარიძესთან, ჰქონდათ რომანი. ნინუცა ამჟამად კვლავ მას ხვდება. ახლა კი ერთი და იმავე ბიჭს თვალი, კვლავ ლიზამ და თიკამ დაადგეს. ლიზას რომანი ერეკლე კოდუას ვაჟთან, ნოდო კოდუასთანაც ჰქონდა (იხ.სტატია).

კომენტარი