"როგორ ყვარებია ღმერთს ვახო რომ ასეთი თეო გამოუგზავნა" - აი რას წერს თათია შარანგია ვახო ჭუმბურიძის ცოლზე

პიანისტი თათია შარანგია ვახო ჭუმბურიძის ახლად მოყვანილ ცოლზე პოსტს აქვეყნებს: "ეს გოგო რომ ძალიან ლამაზია ხომ უჩემოდაც ხედავთ... მაგრამ გამაოგნა მისმა ფაქიზმა სულმა, სიკეთემ, სხივმა რომელიც მისგან ასე უხვად მოდის... გამორჩეულად თბილია... ისეთი რომ მოგინდება გულში ჩაიკრა და სულ თან გყავდეს! ფანტასტიკური დედაა და არაჩვეულებრივი მეორე ნახევარი... ნათლად ვხედავ თუ როგორ ყვარებია ღმერთს ვახო რომ ასეთი თეო გამოუგზავნა. მინდა თქვენი თვალები მუდამ ბედნიერებით ბრჭყვიალებდეს!

უნდა დავამატო, როცა ქორწილიდან ვბრუნდებოდი თავში ამერია, სიძის მხრიდან ვიყავი თუ პატარძლის... უკვე ორივეს მხრიდან.... მიყვარხართ და გეფერებით", - წერს შარანგია.

შეგახსენებთ, რომ ვახო ჭუმბურიძე და შარანგიას ქმარი, სანდრო შელია მეგობრები არიან.

კომენტარი