ბურაკ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი თაფლობის თვეს მალდივებზე ატარებენ

თურქული სერიალების გმირი და სექსუალური მსახიობი ბურაკ ოზჩივიტი თაფლობის თვეს მეუღლესთან ერთად მალდივებზე ატარებს. ფაჰრიემ და ბურაკმა დასვენების ამსახველი ფოტოები უკვე გამოაქვეყნეს.

შეგახენებთ, რომ თანამედროვე თურქული შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილის - ბურაკ ოზჩივიტისა და ფაჰრეა ევჯენის სასიყვარულო ისტორია ქორწინებით რამდენიმე დღის წინ დაგვირგვინდა. ვარსკვლავურმა წყვილმა 29 ივნისს იქორწინა. სოციალურ ქსელში მსახიობების ქორწილიდან ვიდეო და ფოტო კადრები გავრცელდა. წვეულებას უამრავი ცნობადი სახე ესწრებოდა. ფაჰრეის ცერემონიის განმავლობაში სამი სხვადასხვა კაბა ეცვა, რომელიც თურქეთის წამყვანმა დიზაინერებმა შექმნეს. შეგახსენებთ, რომ მსახიობების რომანი სამი წლის წინ სერიალ "ნარჩიტას" გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

კომენტარი