სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაბრაზებულია თუ არა სოფო ნიჟარაძეზე გიორგი გასვიანი და რა გეგმები აქვს მომღერალს უკრაინაში?

"იქს-ფაქტორის" მონაწილე, გიორგი გასვიანი, პროექტს ოთხი სკამის ტურიდან გამოეთიშა.კონკურსში სანდრო კურცხალიძის დასატოვებლად სოფო ნიჟარაძემ 4 ბიჭიდან გიორგი გასვიანზე შეაჩერა არჩევანი და სწორედ ის ააყენა სკამიდან. გიორგის ნამღერმა არა მხოლოდ ჟიური, მაყურებელიც მოხიბლა. მისმა პროექტიდან გამოთიშვამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და სხვადასხვაგვარი აზრი მოჰყვა. ხალხის ნაწილი „იქს-ფაქტორის“ გვერდზე კომენტარებში წერს, რომ გასვიანს უსამართლოდ მოექცნენ და გიორგის ნაცვლად ნიკა ლაზარიაშვილს უნდა დაეტოვებინა პროექტი. თუ რას ფიქრობს ამასთან დაკავაშირებთ თავად გიორგი გასვიანი და როგორ აფასებს პროექტში განვლილ გზას ამას თავად მომღერალი გიამბობთ. დრონი.ჯი გიორგი გასვიანთან ინტერვიუს გთავაზობთ:

სოციალურ ქსელში შენგამოთიშვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელის ნაწილი ფიქრობს, რომ „იქს-ფაქტორში“ უსამართლოდ მოგექცნენ და ნიკა ლაზარიაშვილის მაგივრად შენ უნდა დარჩენილიყავი პროექტში. შენ როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანი იყო სოფოს გადაწყვეტილება?

- ესე ვერ გეტყვით რამდენად სამართიალი ან უსამართლო იყო, თუმცა გეტყვით, რომ რადგან პროექტში მივედი, ე.ი ვიმსახურებდი შემდეგ ტურში გადასვლას. არც სოფოზე არ ვარ გაბრაზებული.

უკმაყოფილო მაყურებელი იმასაც ამბობდა, რომ ნიკა ლაზარიაშილის პროექტში დარჩენაზე ნიკასა და სტეფანეს მეგობრობამ იმოქმედა. თქვენ თუ ეთანხმებით ამ აზრს?

- არ ვეთანხმები, მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა პროექტის ფარგლებში, მაგრამ კონკურსის გარეთ დავრჩი. ასე, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. ის ძალიან კარგი მუსიკოსია და დარჩა სწორედ ამიტომ. ჩვენ ორივე თანაბრად კარგი მუსიკოსები ვართ. საერთოდ პროექტები არ მიყვარს იმ მიზეზით, რომ მომღერლების შეჯიბრება ხდება, რაც არასწორია. კარგი და ცუდი მუსიკოსი არ არსებობენ.

თუ ხართ კმაყოფილი პროექტში თქვენი გამოსვლით?

- ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტში მონაწილეობით. რაც მთავარია, ჩემი ბოლო გამოსვლით, თუმცა მეტიც შემეძლო.

თუ აპირებთ, რომ საქართველოს რომელიმე კონკურსში კიდევ მიიღოთ მონაწილეობა და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- არა, ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩემი თავი ამოვწურე. მინდა რომ ცოტა საზღვრებს გავცდე. არის შემოთავაზებები. ალბათ უკრაინის „ვოისში“ მივიღებ მონაწილეობას.

რას საქმიანობდი „იქს-ფაქტორამდე“, როგორ მიხვედი პროექტამდე?

- „იქს-ფაქტორამდე“ „ახალ ხმაში“ ვმონაწილეობდი, მერვედფინალამდე მივაღწიე. ორივე პროექტი ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.

სიმღერის ჩაწერას თუ გეგმავ?

- კი რა თქმა უნდა. მე ჩემ მუსიკას ვქმნი, ვწერ და ეხლა მინდა რომ რამდენიმე სიმღერა საზოგადოებასაც წარვუდგინო.

და ბოლოს, ხალხი შენი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. ვის არის შენი მეუღლე, როგორ გაიცანი და რამდენი ხანია ერთად ხართ?

- ჩემი მეუღლე ნათკა ხონელიძეა. მეგობრულ წრეში გავიცანით ერთმანეთი. დიდი ხანი გვქონდა ურთიერთობა, თუმცა სერიოზულად წელიწადნახევარია რაც მოვეკიდეთ და ახალი შექმნილი ოჯახი გვაქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100