ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან განშორების მიზეზზე ალაპარაკდა

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს დაშორდნენ, მათი ოჯახის დანგრევის უამრავი სავარაუდო მიზეზი დასახელდა საზოგადოების მხრიდან. ზოგი ფიქრობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ღალატობდა, ზოგიც პიტის ბავშვების მიმართ ცუდ დამოკიდებულებას ასახელებდა მთავარ მოტივად. თუმცა GQ Style-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრედმა გადაწყვიტა დაესახელებინა ის ნამდვილი მიზეზი, რამაც ოჯახი დაუნგრია.

აღმოჩნდა, რომ პიტი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული: „ერთ-ერთი ბრენდის ღვინო ძალიან მომწონდა, ხშირად მოვიხმარდი მის პროდუქციას და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა. დამიჯერეთ, ისე ვიქცეოდი, როგორც რუსი მაგიდასთან არყის ბოთლით. როდესაც ოჯახი შევქმენი, ბევრი მავნე ჩვევა დავძლიე, გარდა სმისა. სწორედ ამან გამოიწვია პრობლემები. ახლა კარგი ექიმი ვიპოვნე და ამ პრობლემის მოგვარებას შევუდექი“ - განაცხადა მსახიობმა.

კომენტარი