სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე სასაცილო სექსუალური კანონები ამერიკაში

ყველას კარგად გვესმის, რომ ამერიკა მსოფლიოს ყველაზე მოწინავე და წარმატებული მხარეა, თუმცა ის უაზრო და სასაცილო კანონებითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნებისგან. ასე, მაგალითად, ამერიკის 18 შტატში კანონით იკრძალება ორალური სექსი. გარდა ამისა, ზოგიერთ შტატში პრეზერვატივის მოხმარებაც იკრძალება, რამდენიმე მათგანში კი დაშვებულია, თუმცა ქალებს მისი შეძენა არ ძალუძთ. ტექსასში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ღორებს არ შუეძლიათ სქესობრივი აქტით დაკავდნენ აეროპორტის მახლობლად რიგ ტერიტორიებზე. ახლა კი უფრო დაწვრილებით გავეცნოთ სხვადასხვა შტატის ყველაზე სასაცილო და უცნაურ კანონებს სექსის შესახებ.

ვაშინგტონი

ამ შტატის ყველაზე უცნაური კანონი კრძალავს სქესობრივ აქტს სხვადასხვა პოზაში გარდა „მისიონერულისა“. თუმცა არ იკრძალება ცხოველებთან ურთიერთობა, თუ ამ მათი წონა აღემატება 18 კილოგრამს. აქ ასევე იკრძალება ქალწულთან სექსი, თუ მასთან ქორწინებაში არ იმყოფება მამაკაცი.

მინესოტა

მინესოტას ერთი თავისებური კანონი ახასიათებს - აქ იკრძალება სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, თუ მას პირიდან უსიამოვნო სუნი სდის. ამის კონპენსირებისთვის კი აფთიაქებში იყიდება სპეციალური საწუწნი აბები, რომლებიც სხვადასხვა არომატით გამორჩევა და დიდხანს გაყვება სუნი და გემო პირში. იკრძალება ყველანაირი სექსუალური აქტი ფრინველებთან და ბოსტნეულთან.

ნებრასკა

ეს არის შტატი, სადაც ნებისმიერი სახის ტანისამოსში აკრძალულია სექსით დაკავება. დაშვებულია მხოლოდ საცვლებით ან შიშველ მდგომარეობაში.

ორეგონი

ამ შტატის მაცხოვრებლებს სექსის დროს ეკრძალებათ ლოცვა. სექსი აკრძალულია მიცვალებულთა ფოტოებისა და პორტრეტების წინ, რათა „იმ ქვეყნად“ მათი სულები არ „შეწუხდნენ“.

იუტა

იუტაში გონება დაკარგულ ადამიანთან სექსი კატეგორიულად იკძალება. განსაკუთრებით თუ ამ უგონო მდგომარეობაში მყოფს რეანიმაციის ან ოპერაციისთვის ამზადებენ. ამ შტატის კიდევ ერთი უცნაური კანონი კი შემდეგში მდგომარეობს - ახლო ნათესავებს ქორწინების უფლება აქვთ, თუმცა ისინი 65 წლის ასაკს გადაცილებულები უნდა იყვნენ.

აიოვა

ამ შტატის ლუდის მოყვარულთა საყურადღებოდ - მათ ლუდის სმის შედეგ სექსით დაკავება ეკრძალებათ, ამიტომ უნდა აირჩიონ ორიდან ერთი - ან დალიონ საყვარელი სასმელი, ან სექსით უნდა დაკავდნენ.

პენსილვანია

პენსილვანიის მაცხოვრებელ მძღოლებსა თუ სტუმრებს არ შეუძლიათ მეძავებთან სექსით დაკავება საკუთარ მანქანაში.

ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა

ამ შტატში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სექსუალური ქცევა საჯაროდ იკრძალება. ასევე აკრძალულია სასტუმროს ნომრის აღება ინტიმური ურთიერთობისთვის.

მონტანა

ეს შტატი თავის მაცხოვრებლებს უკრძალავს საკუთარ ეზოში სექსს და არა მხოლოდ სექსს, აკრძალულია ნებისმიერი ინტიმური ქმედება, ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევაში „დამნაშავეებს“ პატიმრობა ემუქრებათ.

არიზონა

გამოირჩევა ყველაზე სასაცილო კანონით, რომელიც კრძალავს ოჯახში ორზე მეტი ვიბრატორის ქონას.

მასაჩუსეტსი

იკრძალება ყველანაირი პოზა აქტის დროს, რომელშიც დომინანტი ქალია.

ოჰაიო

ეს შტატი მართლაც გამოირჩევა უცნაური კანონებით, მათგან ყველაზე სასტიკი ქალს უკრძალავს პრიალა ზედაპირის მქონე ფეხსაცმლის ტარებას, რათა საცვლების ანარეკლი არ გამოჩნეს ტუფლებზე და ამით მამაკაცთა პროვოცირება არ მოახდინონ მაცდურმა მდედრებმა.

კონექტიკუტი

ამ შტატში იკრძალება სექსი ნებისმიერ განათებულ ადგილას, თუნდაც ეს საკუთარი საძინებელი იყოს. ამიტომ, კონეტქტიკუტში ინტიმური ურთიერთობა მხოლოდ სიბნელეშია შესაძლებელი.

კალიფორნია

იმისათვის, რომ კალიფორნიაში ძაღლმა და კატამ ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი დაამყარონ, სპეციალური ნებართვაა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ ნებართვას ცხოველთა პატრონებზე გასცემენ.

ვაიომინგი

აქ წყვილებს მხოლოდ მაღაზიის შესასვლელში არ წყალობენ და შესაბამისად, იკრძალება სექსი ზემოთ აღნიშნულ ადგილებში.

ნებრასკა

ნებრასკაში სექსი დაშვებულია მხოლოდ ღამის პერანგით, შიშველ მდგომარეობაში კი კატეგორიულად იკრძალება.

ოკლაჰომა

აქ კი იკრძალება მასტურბაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება სხვისი სექსის ცქერითაა გართული.

ილინოისი

თუ ინტიმურ აქტში მონაწილე წყვილთაგან რომელიმე მოულოდნელად, შუა პროცესის დროს უარს განაცხადებს გაგრძელებაზე, მეორე პარტნიორი ვალდებულია შეჩერდეს და დაემორჩილოს მას.

ლუიზიანა

ამ შტატში ქალებს ეკრძალებათ პრეზერვატივის შეძენა, ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან დიდი თანხით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100