ქართველ გოგონებთან ბოდიში, მაგრამ ეს უსიმპათიურესი თურქი მსახიობი დაინიშნა

თურქული ტაბლოიდები მსახიობ ბურაკ ოზჩივიტისა და მოდელ ფაჰრიე ევჯენის ნიშნობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.

მართალია, წყვილის ნიშნობის შესახებ ადრეც გავრცელებულა უამრავი ჭორი და თან არა ერთხელ, თუმცა ისინი არასდროს საუბრობდნენ პირადი ცხოვრების მოვლენებზე. ბურაკი და ფაჰრიე უკვე ოთხი წელია ერთმანეთს ხვდებიან. ამჯერად ისინი სამოგზაუროდ არიან წასული და საერთო ფოტოებს ინსტაგრამზე ტვირთავენ. და აი, ერთ-ერთი ატვირთული ფოტო მორიგი ჭორის მიზეზი გახდა - ბურაკს თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია. არიან თუ არა ბურაკი და ფაჰრიე დანიშნულები, ამას წყვილი არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.


კომენტარი