ჯორჯ კლუნის რეაქცია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაზე

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორინება გუშინდელი დღიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს განხილვის საგანი გახდა.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და პოპულარული წყვილი ოჯახში არსებული უთანხმოების მოგვარების ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მაინც შორდებიან. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა ჯოლიმ განქორწინებაზე განცხადება უკვე შეიტანა შესაბამის უწყებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიენენის ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება სთხოვა ბრედ პიტის მეგობარს, ჯორჯ კლუნის.

„არ ვიცოდი ამის შესახებ. ვაუ. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ეს სევდიანი ამბავია და უიღბლობა ოჯახისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მესმის. პირველად გავიგე ამის შესახებ“ - განაცხადა კლუნიმ.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ოუშენის მეგობრების გადაღებებიდან მეგობრობდნენ და იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, პიტი კლუნის მეჯვარეც კი უნდა ყოფილიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო საბოლოოდ ბრედი და ანჯელინა ჯორჯ კლუნის გრანდიოზულ ქორწილს არც კი დასწრებიან. ვარსკვლავური ძმაკაცების დაშორების მიზეზად მედია მათ ცოლებს შორის არსებულ ანტიპატიურ დამოკიდებულებას ასახელებდა.

კომენტარი