არნოლდ შვარცნეგერის ცხოვრების ეს ეპიზოდი ბრაზილიურ სერიალს ჰყავს

არნოლდ შვარცნეგერის ცხოვრების ეს ეპიზოდი ბრაზილიურ სერიალს ჰყავს, თუმცა თავად არნის ალბათ არ ეცინებოდა, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკურ კარიერად და ოჯახის დანგრევად დაუჯდა.

საუბარია მის უკანონო ვაჟზე, ჯოზეფზე რომელიც შვარცნეგერს შინამოსამსახურე ქალისგან ჰყავს.

როგორც ცნობილია კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებისთანავე შვარცნეგერი ცოლს გამოუტყდა, რომ უკანონო შვილი ჰყავდა და ბიჭი უკვე 10 წლის იყო.

ამ ფაქტის გაგონებისთანავე მსახიობის მეუღლემ, კენედების ოჯახის შთამომავალმა, მარია შრაინერმა ქმარს განქორწინება მოსთხოვა.

რაც შეეხება ბავშვის დედას ის შვარცნეგერის ოჯახში შინამოსამსახურედ 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბავშვის ამბის გაგების შემდეგ კი მარიამ ქალი სამსახურიდან დაითხოვა.

კომენტარი