ბექჰემმა თინეიჯერი შვილი კიდევ ერთხელ ჩააგდო უხერხულ სიტუაციაში

რამდენიმე დღის წინ დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის ბრუკლინის ინსტაგრამ ფოლოვერების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.

ამ ფაქტის აღსანიშნავად ბრუკლინმა სელფ ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტა.

„დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მე კი 1 მილიონ ფოლოვერს მივაღწიე“ - ამბობს ბრუკლინი ვიდეოში და უცებ კადრში თავს ყოფს ლეგენდარული ფეხბურთელი ბექჰემი და ნიშნისმოგებით აწყვეტინებს შვილს სიტყვას.

„მე კი 52 მილიონი მყავს“ - ამ სიტყვებით მამამ შვილს მილიონიანი ფანკლუბით თავის მოწონების საშუალება არ მისცა.

(იხილეთ ვიდეო)

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მშობლები ბრუკლინს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. 2 წლის წინ დევიდმა შვილს თავისი ცხოვრების პირველი პაემანი ჩააშხამა, რადგან რესტორანში თან გაყვა და მის გვერდით იჯდა მთელი საღამო.

„დიახ ეს მართლაც მოხდა, ამის გამო კინაღამ შემიძულა ბრუკლინმა. მაშინ 14 წლის იყო, წმინდა ვალენტინის დღეს მითხრა, რომ თავისი გოგონას სადილზე დაპატიჟება სურდა. ძალიან კარგითქო ვუპასუხე და მერე ვიქტორიას ვაცნობე ეს ამბავი. ვიქტორია გაოცდა, მერე კი დამავალა მიმეყვანა ბრუკლინი რეასტორანში და მარტო არ დამეტოვებინა. მითხრა სხვა შემთხვევაში არსადაც არ გავუშვებო.“ - განაცხადა დევიდმა ერთ-ერთ ტელეშოუში

კომენტარი