აი, რას წერს გია ჯაჯანიძე დაბადების დღის მილოცვების დასრულების შემდეგ

აი, რას წერს გია ჯაჯანიძე დაბადების დღის ლოცვების დასრულების შემდეგ...

დასრულდა მოლოცვების კორიანტელი. უცნაური ემოცია მქონდა. მაღიზიანებდა მოლოცვა ასაკის მომატების გამო. მიხაროდა მოლოცვა, რომ ღმერთმა 53 წელს მომასწრო და 54 წლისკენ მიმავალი გზა მაჩვენა. ბევრი საჩუქარი მივიღე, ბევრი კეთილი სურვილები და ბევრი დალოცვა... და ასე ჩაიარა ჩემთვის ერთმა ჩვეულებრივმა დღემ. დიდი მადლობა ყველას.
ოხ, როგორ მინდა ადამიანები მიხვდნენ რა მოკლეა ცხოვრება, თითქოს გუშინ ვიყავი 20 წლის.
გული არ ბერდება, ის უცბათ, უკითხავად ჩერდება.
სანამ ვიქნები, ვიქნები მშვიდი, ყველას ყველაფერს ვაპატიებ, მე ღმერთს მივანდე ჩემი სიცოცხლე, ცხოვრება და მომავალი. ჩემი მტრებიც და აუგად მახსენებელიც ღმერთისთვის მყავს მინდობილი, ამიტომ არ ვცემ პასუხს არავის.
ჩემთვის მარტო დაბადების დღე არ არის დღესასწაული, ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია. მინდა რომ ყველა ძალიან ბედნიერი იყოს.

კომენტარი