„გიორგი გაბუნიას თამთა გოდუაძე მოსწონს და პროექტიდან მაგიტომ გამომაგდო“

თამთა გოდუაძის ფავორიტი კონკურსანტი, ნიკ შერმა X ფაქტორის ოთხეულში ვერ მოხვდა, როგორც თავად პროექტის მონაწილე ამბობს ის შემდეგ ეტაპზე გიორგი გაბუნიამ არ გადაიყვანა.

„რუსთავი 2-ზე ცუდი არაფერი მითქვამს ხალხო ,, დავწერე რო გაბუნიამ არ გადამიყვანა და არ ამირჩია თავის გუნდში ანუ ოთხეულში, რასაც მალე ნახავთ როგორ და რანაირად მოხდა! დრეს კი შევდივარ და წაშლილი და ახლიდან დადებული მხვდება ვიდეო, რომელსაც 106 000 ნახვა და 500 ლაიქი და 25 დისლაიკი ჰქონდა, რაც მე მახსოვს გუშინდელის შემდეგ“ - წერს შერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

ნიკას თაყვანისმცემელთა მხრიდან დიდი ინტერესის არსებობის გამო droni.ge შერმას დაუკავშირდა და უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება სცადა.

ნიკ შერმა: ბევრი რამის თქმის უფლებას პროექტის წესები მიკრძალავს, არადა უსამართლობაა ნამდვილად ჩემი გამოგდება, მიმაჩნია, რომ ნამდვილად ვიმსახურებდი ოთხეულში გადაყვანას. ჩემს ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა და ხალხისგანაც დადებითი ემოცია მოდიოდა. მიმაჩნია, რომ სხვებზე კარაგად გამოვედი, თან ჩემი შესაძლებლობები არ გამომიყენებია ბოლომდე, ვუკრავ ელექტრო გიტარაზე და ხალხს რო ვენახე ამ ამპლუაში ზუსტად ვიცი ბევრ სმს-ს მივიღებდი.

ალბათ არ აწყობდათ ჩემი გამარჯვება, ეს ხომ ზემოდან წყდება ყველაფერი. გაბუნიამ ასე მითხრა ნარცისი ხარ და საკუთარ თავს უმღეროდიო, არადა ნახავთ შემდეგ გადაცემაში, რომ თამთას ვუყურებდი და მას ვუმღეროდი.

საქმე ისაა, რომ გაბუნია მეტოქედ აღმიქვამს, მას თამთა გოდუაძე მოსწონს და პროექტიდან მაგიტომ გამომაგდო. არადა დარწმუნებული ვარ თამთას ან სტეფანეს გუნდში რომ ვყოფილიყავი აუცილებლად გადავიდოდი, და პროექტის გამარჯვებულიც შეიძლება გავმხდარიყავი.

კომენტარი