სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე ცნობილი ქართველი "სწერვები" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებიან

ირინკა ხომასურიძეს და ხატია სიჭინავას 10 წლის წინ ერთად მიყავდათ სატელევიო გადაცემა. "სწერვის" იმიჯის პოპულარობა საქართველოში სწორედ ამ ორის დამსახურებაა, რადგან გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ისინი "სწერვის ოფიციალურ სტატუსს" ატარებდნენ.

ექსკლუზიურად droni.ge -სთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ტელეეთერში მათი დაბრუნების შესახებ. თავად ირინკა და ხატია ჭორებს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა ფაქტია: ხატიამ ფეისბუქზე, ირინკასთან ერთად დღეს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით "10 წლის შემდეგ"

აღსანიშნავია, ისიც, რომ ხატიასა და ირინკას საერთო მეგობრები სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ ამ წყვილის დაბრუნებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100