სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭაღარა მოდელი „Chanel“-ის ჩვენებაზე საცურაო კოსტუმით გამოვიდა

შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც გარეგნობას წარმატებისთვის აუცილებელ პირობად თვლიან, სიბერე აშინებთ. თუმცა, მოდელი კრისტენ მაკ-მენამი მშიშრების კატეგორიას არ ეკუთვნის. 46 წლის მოდელის სახეზე, არც შიშისა და არც ნაკლები თვითდაჯერებულობის ნიშნები არ ჩანდა მაშინ, როცა იგი „Chanel“-ის ჩვენებაზე საცურაო კოსტუმით წარსდგა.

მიუხედავად თავისი ასაკისა, კრისტენ მაკ-მენაკი კვლავ განაგრძობს მსოფლიოს სოლიდურ დიზაინერებთან თანამშრომლობას. გასულ წელს მან განაცხადა, რომ აღარ სურს თმის საღებავის გამოყენება და უნდა, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს. ჭაღარა მოდელმა თავდაპირველად გააოგნა, შემდეგ კი აღაფრთოვანა მსოფლიო.

უცნობია, მოდელი მხოლოდ თმის საღებავისგან იჭერს თავს შორს, თუ მან ბოტოქსზეც უარი თქვა. კრისტენის მაგალითი არის შემთხვევა, რომელიც ამბობს, რომ დაბერება ლამაზადაცაა შესაძლებელი. სტილისტები კრისტენის თმის ფერს დადებითად აფასებენ, დიზაინერები კი მასთან რამდენიმე წლიან კონტრაქტებს აფორმებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100